ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

განათლება

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

2022 წლის პროგნოზი

03 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

4 954,8

4 181,9

2 798,1

2 808,5

4 009,1

5 622,2

03 01

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია  და მოვლა-შენახვა

2 496,9

2 524,8

494,9

591,1

1 075,2

1 370,2

03 02

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

1 782,5

685,2

941,0

1 253,6

1 497,1

2 250,2

03 03

მუნიციპალტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები

567,8

972,0

1 038,2

559,8

1 436,8

2 001,8

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში არსებულ დაბებში საცხოვრებელ უბნებში ეზოების მოასფალტება და განათება, დასასვენებელი პარკების  კეთილმოწყობა საასმელი წყლის სისტემების მოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, დაზიანებული გზების და ხიდების შეკეთება, ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა ზამთრის სეზონზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;

ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობა;

ტურისტების რაოდენობა.

1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და  ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების და კოლექტორების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია,  სარწყავი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

განათებული მუნიციპალიტეტი;

გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები;

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე და

მიწაზე ზედამხედველობის გაუმჯობესება

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

ექსპლოატაციაში არსებული სანათი წერტილების რაოდენობა;

ექსპლოატაციაში არსებული სანაგვე ურნების რაოდენობა

გატანილი ნარჩენების რაოდენობა;

რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა;

რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების და მიწის რაოდენობა

1.2.1  წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01)

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მოწესრიგდება  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  სოფლებისა და დაბების მომსახურეობაში მყოფი სასმელი წყლის არსებული ბასეინებისა და ქსელების რეაბილიტაცია.

1.2.2 საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტრაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქელების რეაბილიტაცია

1.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03)

მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარიული ნორმების დაცვა. ამ მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისათვის ურნების შესყიდვა რაც გააუმჯობესებს  დასახლებული პუნქტების სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას.

1.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)  უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის განათება. რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია აგრეთვე განათების ახალი ქსელის გაყვანა დამონტაჟება.

1.2.5 სარწყავი ახრების ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, (პროგრამული კოდი 03 02 05)

აღნიშნული პროგრამის მიზანია გაზაფხულზე ადიდებული მდინარეებისაგან მოსახლეობის კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების დატბორვისა და წალეკვისაგან დაცვა, აგრეთვე რწყვის სეზონისათვის არსებული სარწყავი არხების მზადყოფნაში მოყვანა რეაბილიტაცია.

1.2.6 შენობა ნაგებობების გამრიცხველიანება (პროგრამული კოდი 03 02 08)

აღნიშნული ქვეპორგრამის ფარგლებში ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის  ბალანსზე რიცხული შენობების გამრიცხველიანება რომლებიც საჭიროებენ მრიცხველის დამონტაჟებას.

1.2.7 ა(ა)იპ – ადიგენის დასუფთავების სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 09)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის დაბებში დაგვა დასუფთავება რაც აუმჯობესებს სანიტარიულ ჰიგიენურ მდგომარეობას, აგრეთვე შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა.

1.2.8 ა(ა)იპ – ადიგენის წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 10)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის ქსელის კომპლექსური მომსახურება; არსებული წყლის სისტემის ფუნქციონირებისათვის სარემონტო სამუშაოების შესრულება, აგრეთვე სოფლებში სარწყავის სისტემების მოწერიგება მოვლა.

1. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები  (პროგრამული კოდი 03 03)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა, შეკეტება, რეაბილიტაცია. რაც აუმჯობესებს ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტში.

1.3.1 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების შეკეთება გამაგრება (პროგრამული კოდი 03 03 01)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსების შეკეთება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებე;ო შენობების რეაბილიტაცია, მათ შორის საბავშვო ბაღები, სოფლებში ადმინისტრაციული შენობები. და ა.შ.

1.3.2 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის,  საექსპერტო მომსახურების და საპროექტო დოკუმენტაციის და  სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02)

მუნიციპალიტეტი იღებს ხარჯებს  სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოთა, გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევის წარმოების ხარჯებს, ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.

1.3.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 03)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცირე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მ.შ. პარკების და სკვერების რეაბილიტაცია.

2. წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში  წარმოქმნილი დავალიანებების დაფინანსება.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

2022 წლის პროგნოზი

01 00

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

1 521,7

1 582,9

1 984,2

1 962,3

1 962,3

1 962,3

01 01

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო

439,9

491,0

558,7

534,6

534,6

534,6

01 02

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

1 022,2

1 038,6

1 295,6

1 278,3

1 278,3

1 278,3

01 03

სარეზერვო ფონდი

0,0

0,0

80,0

80,0

80,0

80,0

01 04

წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა

59,5

53,2

49,9

69,4

69,4

69,4

3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

2022 წლის პროგნოზი

04 00

განათლება

366,6

428,5

511,4

580.2

580.2

610.2

04 01

სკოლამდელი განათლება

363,7

425,5

508.4

580.2

580.2

610.2

04 02

სასკოლო ღონისძიებები

3,0

3,0

3,0

0.0

0.0

0.0

3.1 ააიპ – ადიგენის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)

მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშო ბაღი.  აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. ასევე ხდება ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა

საბავშვო ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღების რაოდენობა;

რეაბილიტირებული ბაღების რაოდენობა

აღსაზრდელთა რაოდენობა

4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია  კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე,  ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

2022 წლის პროგნოზი

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

335,7

406,4

394,1

395.9

411,9

418,9

05 01

სპორტის განვითრების ხელშეწყობა

85,8

93,6

161,7

150.4

150.4

150.4

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

128,6

133,5

205.3

215.5

215.5

215.5

05 03

ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა და სხვადასხვა ღონისძიებები

21,2

19,3

27,1

30.0

46,0

53,0

05 04

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

100,0

160,0

0,0

0.0

0.0

0.0

4. სპორტის განვითარების ხელშეწყობა

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის (ფეხბურთის, ჭიდაობის, და რაგბის ასაკობრივი ჯგუფებით) ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად.  ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების  ფინანსური მხარდაჭერა რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოხდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების  დაფინანსება სასპორტო სკოლის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. ასევე ამ ამ პროგრამის ფარგლებში ხდება სპორტული შენობა-ნაგებობების აშენება-რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია და სხვადასხვა რაიონული სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

სხვადასხვა ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების და გუნდების რაოდენობა

სპორტულ სახეობებში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობა

სპორტულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა

4.1.1 ააიპ – ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01)

2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები:

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩემპიონატი ფეხბურთში;

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობა ჭიდაობაში;

რაგბის გუნდი ჭულე-ადიგენის მონაწილეობა რეგიონალურ ფესტივალზე;

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩემპიონატი მინი–ფეხბურთში;

რაგბის გუნდი ჭულე-ადიგენის მონაწილეობა საქართველოს პირველობაზე (ბ ლიგა)

4.1.2  სპორტის განვითარების ხელშეწყობა  (პროგრამული კოდი 05 01 02)

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სამცხე -ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი, რომლის მიზანია რაგბის როგორც სპორტის პოპულარიზაცია, და მისი განვითარების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, პროფესიული რაგბის დამკვიდრება და განვითარება.

4.2  კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი პროგრამები. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ააიპ – ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა, ააიპ – ადიგენის სამუსიკო სკოლა, ააიპ – ადიგენის კულტურის ცენტრი.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

მოსახლეობაში ქართული კულტურისა და  ტრადიციების  დაცვა და

შენარჩუნება;

მოსახლეობის აქტიური  ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში;

კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა.

მოსახლეობაში წიგნიერების ამაღლება

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა;

რეაბილიტირებული კულტურული ობიექტების რაოდენობა;

კულტურული ღონისძიებების რაოდენობა

კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა.

ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობა

4.2.1 ააიპ – ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 01)

ზემო აღნიშნული ქვეპროგრამა ეხმარება ადიგენის მუნიციპალიტეტის  მკითხველ მოსახლეობას გაეცნოს მისთვის საინტერესო როგორც ძველ ისე თანამედროვე ლიტერატურას.  ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებების ჩატარება; ასევე აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ბიბლიოთეკების ინვენტარიზაცია და ახალი წიგნების შეძენა, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

4.2.2 ააიპ – ადიგენის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02)

პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეთა მუსიკის შესწავლა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 4 სახელოვნებო(მუსიკალურ) სკოლაში ამჟამად საერთო კურირებას უწევს ა.ა.ი.პ “ადიგენის მუსიკალური სკოლა“. გარდა  მუსიკალური განათლების მიღებისა,  მათი მიზანია  ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები კერძოდ: საახალწლო და საგაზაფხულო კონცერტები, ასევე პიესების კონკურსი.

ააიპ – ადიგენის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 03)

ა.ი.პ „კულტურის ცენტრი“ ახორციელებს კონცერტების, სხვა კულტურული ღონისძიებების (წელიწადში დაახლოებით 15), სადღესასწაულო შეხვედრების, საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებას. კულტურის ობიექტები გარდა რაიონული ცენტრისა მოქმედებს 6 ტერიტორიულ ორგანოში. ადგილზე მოქმედებს ხალხური ნაწარმისა და რეწვის ცენტრი, 2 ქორეოგრაფიული სტუდია. მუნიციპალიტეტი აფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის და ინვენტარის შეძენისათვის საჭირო ხარჯებს.

4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიულ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შიანარსიანი და ეფექტური გამოყენება.

ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

განხორციელებული პროექტების რაოდენობა;

პროექტებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები,  რომელიც ხელს შეუწყობის ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ  საქმიანობაში. ასევე დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:

საახალწლო ღონისძიება;

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე;

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

დაბებსა და სოფლებში ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზება და ფინანსური მხარდაჭერა;

5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

2022 წლის პროგნოზი

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

313,6

333,8

341,7

444,1

371.4

501,3

06 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსაურეობა

65,0

71,5

71,7

71.7

71.7

71.7

06 02

სოციალური უზრუნველყოფა

248,6

262,3

270,0

272.4

399,7

429,6

5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01)

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების და ღონისძიებების დაფინანსებას, კერძოდ:

არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;

დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;

მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;

ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;

გადამდებ დავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები.

იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა.

იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა.

პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა.

სანიტარიული ღონისძიებები.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა

გავრცელებისგან

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა

გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა

პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდეობა

5.2  სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)

პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება (იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევა და ომის მონაწილეთა სარიტუალო ხარჯები) ასევე სხვა ქვემოთ ჩამოთვლილ სოციალური ღონისძიებებს, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

5.2.1 ავადმყოფთა, ორსულთა, მშობიარეთა, ჩვილ ბავშვთა ოპერაციების ნაწილობრივი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01)

პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ქირურგიული ოპერაციების, მკურნალობის ღირებულების ნაწილობრივი თანადაფინასება. ასევე ფინანსდება მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსება.

5.2.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული მკოდი 06 02 02)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელეობის - ახალშობილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით პროგრამის ფარგლებში.

5.2.3  ომის მონაწილეთა დახმარებები 9 მაისისთვის (პროგრამული კოდი 06 02 03)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ამჟამად ცხვრობს 2  ომის მონაწილე, რომელთა  პატივსაცემად  მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად 9 მაისს მართავს  საზეიმო შეხვედრას ამ მოქალაქეებთან, უწყობს მათ სადილს და ასაჩუქრებს თითოეულს 500 ლარის ოდენობით.

5.2.4 ომის მონაწილეთა დაკრძალევის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04)

ქვეპროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები „ვეტერანის“ სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა სარიტუალო თანხის დაფარვაში თითოეულ ბენეფიციარზე 250  (ორას ორმოცდაათი) ლარი.

5.2.5  ლტოლვილთა და იძლებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს 8 ოჯახი. საახალწლო , სააღდგომო და სხვა რელიგიური თუ   ეროვნული დრესასწაულების მათდამი მილოცვის მიზნით მუნიციპალიტეტი ეხმარება ამ ოჯახებს ფულადი დახმარების სახით.

5.2.6 სოფელ არალის უნარშეზღუდულ და მენტალობადაქვეითებულ ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02 06)

5.2.7 მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება ცალკეული კადეგორიების მიხედვით.

5.2.8 მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშილიანი ოჯახებები იღებენ ერთჯერად დახმარებას ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში 200 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის  მიზანია  რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მენტალობადაქვეითებულ და უნარშეზღუდულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ჯერჯერობით ასეთი ცენტრი მოქმედებს სოფელ არლში, რომელიც მომსახურეობას უწევს 8-დან 10-მდე ასეთ ბავშვს. სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროგრამის მომცველობის გაზრდა. აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში ხდება ბენეფიციართა კვებისა და სწავლების ხარჯების ანაზღაურება.

5.2.9 აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09)

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დაღუპულია 15 ახალგაზრდა.  მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ხდება  დღესასწაულებზე ამ ოჯახებისადმი  საჩუქრების  და ტკბილეულის გადაცემა.

6. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02)

შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო  შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

2022 წლის პროგნოზი

02 00

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

60,7

70,2

71,8

71,8

71,8

71,8

02 02

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

60,7

70,2

71,8

71,8

71,8

71,8

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება

შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაწვეულთა  რაოდენობა.

თავის VI

ადიგენის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებე