სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 4 მარტს , 13:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №118, დირექციის შენობა ში . დღის წესრიგი: მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სს „გამოფენების ცენტრი ს“დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილი წინადადება. აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში. კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2019 წლის 4 თებერვალი გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. რესან ქიქავა სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი
|