,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 22.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-263
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.023.016580
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2019
matsne.gov.ge 1,666 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 10.07.2017 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 19.10.2015 საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 09.09.2015 იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 01.08.2023 სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 05.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-263 2019 წლის 22 მარტი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის №72 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა (შემდგომში – იარაღი) და საბრძოლო მასალის შენახვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 2. სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ბალანსზე რიცხული იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვას და გაცემას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (პირები) (შემდგომში – შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი), მათ შორის ტერიტორიული ორგანოების მიხედვითაც. 3. სამინისტროს, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ორგანიზებას უწევს იარაღების შეკეთებას, უვარგისი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერას, ასევე სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობების ჩატარებას. 4. წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. 5. წესში ტერმინს – „მოსამსახურე” აქვს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით განსაზღვრული პირების მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის მიღება და გადაცემა 1. სამინისტროს სისტემაში შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირი სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგენილი წესით ახორციელებს იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას (გადაცემას) და პასუხს აგებს მის მოვლა-შენახვაზე (გარდა იმ იარაღისა, რომელიც დადგენილი წესით გადაცემულია მოსამსახურეზე სარგებლობაში). 2. სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში იარაღის მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეკავოს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა; ბ) მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს დისციპლინური წარმოება; გ) მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. 3. მოსამსახურეს, სამინისტროს სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. 4. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვასა და მოვლაზე, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები იარაღის ბრუნვის თაობაზე. 5. აკრძალულია იარაღის ტარება იარაღის სამაგრი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. 6. აკრძალულია იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირზე ან/და მისი ღიად დემონსტრირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. მოსამსახურე, მის პირად საკუთრებაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღის ტარებისას ვალდებულია სამსახურებრივი პირადობის მოწმობასთან ერთად თან იქონიოს მასზე გაცემული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა. 8. მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციების მქონე შესაბამისი სამსახურები (ან შესაბამისი თანამდებობის პირი) ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს ამ წესში აღნიშნულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების ან უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას. 10. სამინისტროს სისტემაში მიღებული იარაღისა და საბრძოლო მასალის დათვალიერება წარმოებს შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. 11. მიღებული იარაღი და საბრძოლო მასალა, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილი უნდა იქნეს „შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წიგნში“ (ფორმა №1). 12. იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემის ან/და მიღების აღრიცხვა ხდება შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოებულ „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების წიგნში“ (ფორმა №2). 13. სასროლეთზე საბრძოლო მასალის გახარჯვის აღრიცხვის მიზნით შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებს „საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისს“ (ფორმა №3). 14. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის ან/და საბრძოლო მასალის მიღებისას გამოვლინდება დანაკლისი ან ხარისხის შეუსაბამობა დოკუმენტებში წარმოებულ ჩანაწერებთან, პასუხისმგებელი პირი ადგენს „ვიზუალური დათვალიერების აქტს“ (ფორმა №4). მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელმძღვანელობის წერილობითი ინფორმირება შესაბამისი ზომების მისაღებად. 15. იარაღიდან სასწავლო სროლების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 16. მოსამსახურე ვალდებულია, საბრძოლო მასალის გახარჯვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წერილობით (მოხსენებითი ბარათით) აცნობოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელ პირს საბრძოლო მასალის გახარჯვის თაობაზე. მოხსენებით ბარათში უნდა აღინიშნოს როდის, სად, ვის მიერ, რა მიზნებისათვის, რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა გაიხარჯა. გახარჯული საბრძოლო მასალა ჩამოიწერება აღრიცხვიდან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში. 17. მოსამსახურის საზღვარგარეთ მივლინების პერიოდში, მასზე რიცხული  იარაღი წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ბარდება შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს. 18. სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის განკუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალა გაიცემა მოსამსახურის თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე. მოსამსახურის სამსახურიდან წასვლისას, სხვა სამსახურში გადაყვანისას ან სამსახურიდან დათხოვნისას, იარაღი და საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს შესაბამისი დაწესებულების შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს, საიდანაც ის არის მიღებული, ხოლო მოსამსახურის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნისას იარაღის და საბრძოლო მასალის ჩაბარება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით. მუხლი 3🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვა 1. იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სამინისტროს სისტემაში შეიარაღებით და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფის ფაქტობრივ მდგომარეობას და იძლეოდეს მის მოვლა-შენახვაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას. აღრიცხვას ექვემდებარება სისტემაში არსებული მთელი შეიარაღება და საბრძოლო მასალა – სრულად. 2. იარაღის და საბრძოლო მასალის სააღრიცხვო დოკუმენტებია: წიგნები, უწყისები, აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალში  (ფორმა №5).  3. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა შეივსოს გარკვევით, წაშლისა და ამოფხეკის გარეშე. დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება არასწორად ჩაწერილი ციფრის ან ტექსტის ხაზით გადაშლით ისე, რომ ძველი ჩანაწერი იკითხებოდეს და მასზე ზემოდან სწორი ციფრის ან ტექსტის დაწერით. შესწორების მტკიცდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. სააღრიცხვო დოკუმენტებში ჩანაწერების გასწორებისას ერთდროულად წარმოებს შემდგომი შედეგების გასწორებაც.  4. სააღრიცხვო დოკუმენტის ბლანკის შევსებისას ჩანაწერისაგან თავისუფლად დარჩენილი ადგილი მოიხაზება ზიგზაგოვანი ხაზით, რათა ბოლო ჩანაწერსა და ხელმოწერას შორის შეუძლებელი იყოს რაიმე ჩანაწერის ჩამატება.  5. წიგნი იწარმოება ბოლომდე. ყოველი ახალი წიგნის შემოღება ხდება ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით ან მათში შემოწმებული ნაშთის გადატანის გზით ძველი წიგნებიდან. 6. „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნი“ (ფორმა №1) განკუთვნილია მთლიანი სამსახურებრივ-საშტატო შეიარაღების და საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და მოძრაობის ჩანაწერებისათვის.  7. პირად შემადგენლობაზე „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემისა და მიღების წიგნი“ (ფორმა №2) წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს.  8. პრაქტიკული მეცადინეობის მიზნით სროლებისათვის და უშუალოდ სასროლეთზე (ტირში) გაცემული საბრძოლო მასალის აღრიცხვა წარმოებს „საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისში“ (ფორმა №3).  მუხლი 4🔗. შეიარაღების დაცვის კონტროლი, აღრიცხვის წესი, იარაღის და საბრძოლო მასალის დანაკლისის, მწყობრიდან გამოყვანის საქმეების განხილვა  1. სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემაში იარაღის და საბრძოლო მასალის ბრუნვის წესების დარღვევების შესახებ შესაბამის აქტებს და მომართვებს (მოხსენებითი ბარათები) განიხილავს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი. 2. შეიარაღების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იარაღის ნომრების მიხედვით შედარებას იდენტიფიკაციას და მუდმივად ტარების უფლების მქონე მოსამსახურეებზე იარაღის სახეზე არსებობის მდგომარეობას. 3. ჩატარებული შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს „ვიზუალური დათვალიერების აქტი“ (ფორმა №4). 4. იარაღის და საბრძოლო მასალის საწყობში შენახვის წესის შესრულების და აღრიცხვის სისწორის მდგომარეობა მოწმდება ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ (შერჩევითი მოულოდნელი შემოწმების სახით). 5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეზე რიცხული იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში მოსამსახურემ, რომელსაც გადაცემული აქვს იარაღი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს ქვედანაყოფს, ხელმძღვანელობას და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს. 6. სამინისტროში, სამინისტროს სისტემაში თანამდებობის პირებზე რიცხული იარაღის ან/და საბრძოლო მასალის დანაკლისის ფაქტების აღმოჩენისას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაუყოვნებლივ ტარდება შესაბამისი თემატური მოკვლევა. 7. დაკარგული იარაღის ან/და საბრძოლო მასალის ჩამოწერა ხდება მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად, ხოლო მოსამსახურეთა ბრალეული ქმედებით ან დისციპლინური გადაცდომის შედეგად იარაღის ან/და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში, დაწესებულებისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება მისი საბალანსო ღირებულების ოთხმაგი ოდენობის შესაბამისად. 8. მოსამსახურეთა ბრალეული ქმედებით ან დისციპლინური გადაცდომის შედეგად უვარგისად ქცეული იარაღი და საბრძოლო მასალა უბრუნდება იარაღის გამცემს დადგენილი წესით, ხოლო დაწესებულებისთვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ამ მოსამსახურის მიერ ანაზღაურებას, მისი საბალანსო ღირებულების ოთხმაგი ოდენობის შესაბამისად. 9. ექსპლუატაციის და ცვეთის შედეგად გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და გადაცემა ხდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულების შესაბამისად.  10. სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა ან შიდა აუდიტის პროცესში სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე დროებით შეუჩერდებათ სამსახურებრივი უფლებამოსილება, ვალდებული არიან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე განპიროვნებული  იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა და დადგენილი წესით შენახვა. 11. სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართ დაიწყება დისციპლინური წარმოება, უფლება აქვთ შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით უზრუნველყონ აღნიშნულ მოსამსახურეებზე განპიროვნებული იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა და დადგენილი წესით შენახვა. მუხლი 5🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვა და ტარება  1. იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული, უკვე გადაცემული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში, ასევე ამ წესის მე-2 მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის შემთხვევაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში (მშრალ, ნათელ ოთახში) არსებულ ლითონის კარადაში, რათა გამოირიცხოს მათთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. 2. მოსამსახურის შვებულებაში ან მივლინებში ყოფნისას (მივლინების სპეციფიკიდან გამომდინარე) იარაღი შეიძლება შენახულ იქნეს ცეცხლგამძლე რკინის კარადაში (სეიფი) და საჭიროების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადატანილ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საცავში. 3. იარაღი საწყობში ინახება განმუხტულ მდგომარეობაში, ცალკეული სახეებისა და კატეგორიების მიხედვით. შესაკეთებელი იარაღი ინახება გამართული იარაღისგან განცალკევებით, რკინის კარადებში დაშვებული და დამცველზე დაყენებული ჩახმახით. კარადები უნდა იყოს ჩაკეტილი და გასაღებები უნდა ინახებოდეს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან. 4. აკრძალულია განათების მიზნით ღია ცეცხლის წყაროს მეშვეობით (ნავთის ფარნის, სანთლის, თხევადი საწვავით) მანათობელი ხელსაწყოების გამოყენება. იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის ადგილებზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საწვავის და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა. 5. სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღი და საბრძოლო მასალა მან უნდა შეინახოს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მათი დაცვა, უსაფრთხოება და გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა, ან/და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.