📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2019
ძალის დაკარგვა 15.10.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №25/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017649
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,111 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2019 მიღება
15.10.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №25/ნ 2019 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №199/ნ ბრძანება.           მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს  სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; გ) პროფესიული განათლების  სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია; დ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის გამართვით, არაფორმალური განათლების აღიარების, პროფესიული ორიენტაციის/კონსულტირების სერვისებისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით; ე) კერძო სექტორთან თანამშრომლობა პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზების, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და  დასაქმების/სამეწარმეო საქმიანობისათვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების მიზნით; ვ)  ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა; ზ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და თანამშრომლობის კოორდინაცია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით; თ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფის პროცესში მონაწილეობა; ი) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა; სოციალური პარტნიორობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა; კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) პროფესიული განათლების  სამმართველო; ბ) ზრდასრულთა განათლების სამმართველო; გ) პარტნიორობის განვითარების სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტიю 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის  წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანების პროექტებს; ი) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს, ასევე პერიოდულ ანგარიშებს – მათი მოთხოვნისამებრ; კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ლ) წარუდგენს მინისტრს/ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ  მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებების შესასრულებლად; ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ამ მოადგილის/მოადგილეების მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის  უფროსის მოადგილის/მოადგილეების და სამმართველოს უფროსის/უფროსების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) მონაწილეობს პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი სტრატეგიული და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში; დ) კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების  შემუშავებასა და განხორციელებას; ე) ხელს უწყობს პროფესიული განათლების  ზოგად და უმაღლეს განათლებასთან კავშირებს; ვ)  მონაწილეობს პროცესების მონიტორინგსა და ანგარიშგებაში; ზ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს ან/და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ პროექტებს; ე) კოორდინაციას უწევს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას; ვ) კოორდინაციას უწევს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში  პროექტებს/ღონისძიებებს; ზ) კოორდინაციას უწევს კარიერის მართვის მოდელის განვითარებას; თ) კოორდინაციას უწევს სამეწარმეო განათლების დანერგვას; ი) კოორდინაციას უწევს ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია  დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 10🔗 1. პროფესიული განათლების  სამმართველოს კომპეტენციაა: ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ)  პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზი და ამ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფის პროცესში მონაწილეობა; დ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელების ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა; ე) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასა და პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) პროფესიული განათლების სფეროში კვლევების საჭიროების განსაზღვრა; ზ) პროფესიული განათლების სფეროს შესახებ ჩამოყალიბებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში, ასევე  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა; თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ი) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პროგრამების/პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის მხარდაჭერა, მონიტორინგი და კოორდინაცია; ლ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; მ) პროფესიული განათლების მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. პროფესიული განათლების  სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში; ბ) ხელს უწყობს სამმართველოს დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; გ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; ე) ავიზებს სამმართველოს მიერ მომზადებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და  დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და  დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილეების წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. პროფესიული  განათლების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული  განათლების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. ზრდასრულთა განათლების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) პროფესიულ განათლებაში ზრდასრულთა სწავლების  სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ბ) ზრდასრულთა პროფესიული განათლების სერვისების მიწოდების კოორდინაცია; გ) კარიერის მართვის სისტემისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა; დ) ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების  ხელშეწყობა; ე) სამეწარმეო განათლების განვითარების ხელშეწყობა; ვ) არაფორმალური განათლების აღიარების დანერგვის ხელშეწყობა; ზ) პროფესიული განათლების მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ პროგრამების/პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ი) ზრდასრულთა განათლების საკითხების შესახებ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში მუშაობა და/ან აღნიშნული ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია; კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ზრდასრულთა განათლების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში; ბ) ხელს უწყობს სამმართველოს დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; გ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; ე) ავიზებს სამმართველოს მიერ მომზადებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილეების წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ზრდასრულთა განათლების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზრდასრულთა განათლების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 12🔗 1. პარტნიორობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) პროფესიული განათლების პროცესში კერძო სექტორის  ჩართვის მექანიზმების შემუშავებაში ჩართულობა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;  პროფესიული განათლების პროცესში პროფესიული ასოციაციების  ჩართვის მექანიზმების შემუშავების, დანერგვისა და  განვითარების ხელშეწყობა;  გ) პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების მიზნით დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ე) პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის მექანიზმების განსაზღვრა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ვ) პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; ზ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების საქმიანობების მხარდაჭერა; თ) პროფესიული განათლების მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; ი) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. პარტნიორობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში; ბ) ხელს უწყობს სამმართველოსათვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; ე) ავიზებს სამმართველოს მიერ მომზადებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში. ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილეების წინაშე. 5. პარტნიორობის განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.