საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №377
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016877
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.12.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №377
2019 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედება, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 105-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტისა, აგრეთვე, „პროფესიული საჯარო მოსამსახურის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით უშუალოდ მოხელის მობილობასთან დაკავშირებული წესებისა.
2.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მოსამსახურის სურვილის შემთხვევაში, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი