„საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესის“, „საქართველოში ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების წესისა“ და „საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 470010000.10.003.021047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესის“, „საქართველოში ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების წესისა“ და „საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №32
2019 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესის“, „საქართველოში ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების წესისა“ და „საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მტკიცებულებებს დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) უზრუნველყოფს „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების“, „ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემისა“ და „საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების“ (შემდგომში − დოკუმენტები) მომზადებას.
2. დამტკიცდეს:
ა) „საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესი“ (დანართი №1);
ბ) „საქართველოში ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების წესი“ (დანართი №2);
გ) „საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესი“ (დანართი №3).
3. დოკუმენტების წარმოების ზოგადი პრინციპებია:
ა) პროცესის მდგრადობა;
ბ) ინფორმაციის ობიექტურობა;
გ) ინფორმაციის სისრულე და სანდოობა;
დ) საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა.
4. დოკუმენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესებსა და ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.
5. დოკუმენტებისათვის საჭირო ინფორმაციას, სამინისტროს მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდიან ის სახელმწიფო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
6. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს ან/და ორგანიზაციებს, რომელთა მიწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
7. სამინისტრო, დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების მიზნით, უზრუნველყოფს დოკუმენტების ვებგვერდზე განთავსებას.
8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესის“, „საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის წარმოების წესისა“ და „საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს №229 დადგენილება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
დანართი №1
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის
შეფასების წარმოების წესი
მუხლი 1🔗. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესი არეგულირებს ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შესაფასებლად ინფორმაციის შეგროვებისა და ანგარიშის მომზადების საკითხებს.
მუხლი 2🔗. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების ძირითადი მიზნებია:
ა) მტკიცებულებებს დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესის გაუმჯობესება და საიმედო ინსტრუმენტის შექმნა ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების შეფასებისათვის;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და შედეგების, ჯანდაცვის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის, თანასწორობის დაცვისა და ფინანსური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის მომსახურების ეფექტიანობისა და ეფექტურობის, ჯანდაცვის სისტემის რესურსების რაციონალური განაწილების, სამინისტროს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემისა და ჯანდაცვის სისტემის მართვის ფუნქციის შეფასება.
მუხლი 3🔗. სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასებას უზრუნველყოფს სამ წელიწადში ერთხელ, საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე.
მუხლი 4🔗. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების შედგენის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ინფორმაციის მოპოვება;
ბ) ინფორმაციის დამუშავება;
გ) ანალიზი და ექსპერტიზა;
დ) ანგარიშის ფორმირება.
მუხლი 5🔗. სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების მოსამზადებლად უზრუნველყოფს:
ა) განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორების გადახედვას და შესაბამისად, ინდიკატორებისათვის საჭირო ინფორმაციის წყაროების მითითებას (რუტინული კვლევებით);
ბ) მონაცემთა შეგროვების ახალი ინსტრუმენტების (ფორმებისა და მეთოდური მითითებების) დანერგვას ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების იმ ინდიკატორებთან დაკავშირებით, რომლებიც ანგარიშგების არსებულ სისტემაში არ არის გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისაგან;
გ) ინფორმაციის შეგროვების პერიოდულობის, აგრეგირების მონაცემთა ანალიზის, პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი დასკვნების შემუშავებასა და ანგარიშის მომზადებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, კონცეპტუალური ჩარჩოს გადახედვას.
მუხლი 6🔗. სამინისტროს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების ანგარიშის სტრუქტურაში.
დანართი №2
საქართველოში ჯანმრთელობის ანგარიშის
სისტემის წარმოების წესი
მუხლი 1🔗. საქართველოში ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების წესი არეგულირებს ქვეყანაში ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემისთვის ინფორმაციის შეგროვებისა და ჯანმრთელობის ანგარიშის შედგენის საკითხებს.
მუხლი 2🔗. ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების ძირითადი მიზნებია:
ა) ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სექტორში ფინანსური ნაკადების აღრიცხვა და მათი ანალიზი სხვადასხვა განზომილებაში;
ბ) ჯანდაცვის პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების მონიტორინგი;
გ) ჯანმრთელობის ანგარიშის შედეგებზე დაყრდნობით ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დანახარჯებთან შედარებითი ანალიზი.
მუხლი 3🔗. ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის მომზადებას სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო მეორე წლის 31 იანვრამდე.
მუხლი 4🔗. ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოების პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) ინფორმაციის მოპოვება;
ბ) ინფორმაციის დამუშავება;
გ) ანალიზი და ექსპერტიზა;
დ) ანგარიშების ფორმირება.
მუხლი 5🔗. სამინისტრო ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის წარმოებისათვის უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის მომზადების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ბ) ანგარიშის სტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
გ) საჭირო ინფორმაციის შეგროვებისათვის წყაროებისა და შეგროვების პერიოდულობის განსაზღვრას;
დ) მიღებული ინფორმაციის სტანდარტულ ორგანზომილებიან ცხრილებში განთავსებასა და მიღებული შედეგების ანალიზს.
მუხლი 6🔗. სამინისტროს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემის კლასიფიკაციაში.
დანართი №3
საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესი
მუხლი 1🔗. საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესი არეგულირებს ქვეყანაში ეროვნული მოხსენებისათვის ინფორმაციის შეგროვებისა და მოხსენების მომზადების საკითხებს.
მუხლი 2🔗. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების ძირითადი მიზნებია:
ა) ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
ბ) ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის: ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების, დაფინანსებისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდების შეფასება;
გ) გარემო, სოციალური, ფიზიკური, ფსიქიკური, ქცევითი და სხვა დეტერმინანტების შეფასება;
დ) საქართველოსა და ევროპის რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მონაცემთა შედარება.
მუხლი 3🔗. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას უზრუნველყოფს ორ წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო მეორე წლის 31 იანვრამდე.
მუხლი 4🔗. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ინფორმაციის მოპოვება;
ბ) ინფორმაციის გადამუშავება;
გ) მოხსენების საბოლოო სახით ფორმირება.
მუხლი 5🔗. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მოსამზადებლად უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული მოხსენების სტრუქტურის ყოველწლიურ გადახედვას;
ბ) ინფორმაციის შეგროვების პერიოდულობის, აგრეგირების, მონაცემთა ანალიზის, პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი დასკვნების, რეკომენდაციების შემუშავებასა და მოხსენების მომზადებას;
გ) მოხსენების ექსპერტიზას;
დ) საბოლოო ანგარიშის მომზადებას.
მუხლი 6🔗. სამინისტროს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურაში.