„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/2019
სარეგისტრაციო კოდი
040030000.15.008.016435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2019

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის წესში (დანართი №3) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს ნაბეჭდი ფორმით.”;

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ არის წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ყველა საკონკურსო დოკუმენტი;”;

ბ) „ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით;”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი