სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №43/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.017667
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 776 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 07.07.2020 პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 05.09.2016 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 21.08.2019 პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი 89% 20.09.2018 პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №43/ნ 2019 წლის 4 მარტი ქ. თბილისი სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52​2 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი დანართი სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესს. მუხლი 2🔗. პროგრამის ბენეფიციარები პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით (შემდგომში – ბენეფიციარები). მუხლი 3🔗. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვა 1. ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსების საფუძველზე ბენეფიციართათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობებს განსაზღვრავს და პროგრამაზე ბენეფიციართა ჩარიცხვას უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი/პირები, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში – პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება). 2. პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას და დაფინანსების პირობებს განსზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ბენეფიციართა ჩარიცხვა პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  განსაზღვრული ფორმით და ვადებში. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიური მომზადების სასწავლო კურსს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. 2. პროგრამის ფარგლებში პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება/დაწესებულებები სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსების საფუძველზე ბენეფიციარს უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სტიპენდიით, საცხოვრებლით (საჭიროების შემთხვევაში) და სასწავლო მასალით. 3. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება/დაწესებულებები ბენეფიციარებს მოამზადებენ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, შემდეგ სავალდებულო საგანში და არანაკლებ ერთ არჩევით საგანში: ა) ქართული ენა და ლიტერატურა (სავალდებულო საგანი); ბ) მათემატიკა (არჩევითი საგანი); გ) საგნობრივი ჯგუფი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (არჩევითი საგნები): გ.ა) ქიმია; გ.ბ) ფიზიკა; გ.გ) ბიოლოგია; დ) საგნობრივი ჯგუფი – საზოგადოებრივი მეცნიერებები (არჩევითი საგნები): დ.ა) გეოგრაფია; დ.ბ) ისტორია; დ.გ) სამოქალაქო განათლება. 4. ბენეფიციარმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან უნდა აირჩიოს მინიმუმ ერთი საგანი, მაგრამ რამდენიმე არჩევითი საგნის არჩევის შემთხვევაში, თითოეული საგნობრივი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი საგანი. მუხლი 5🔗. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურება  1. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს ბენეფიციართა შეფასებას გამოცდის ჩატარების გზით. 2. გამოცდა ტარდება ამ პუნქტით დადგენილი პირობების და ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ: ა) ცენტრი შეიმუშავებს ტესტურ დავალებებს და ახდენს დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას; ბ) გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ; გ) გამოცდა ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით. ელექტრონული ფორმით ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით; დ) გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ და გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზას. 3. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მათ სარგებლობაში არსებული შენობიდან საჭირო ფართის გამოყოფას. 4. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისება/გამოცდის წარმატებულად ჩაბარება გულისხმობს ტესტში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას. 5. ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდის შედეგების, მათ შორის, გამოცდაში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემთხვევაში – პირის თანხმობით) სამინისტროსათვის მიწოდებას. 6. სამინისტრო ცენტრის მიერ მიწოდებული გამოცდის შედეგების, მათ შორის, გამოცდაში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემთხვევაში პირის თანხმობით) საფუძველზე  შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ ნუსხას. მუხლი 6🔗. პროგრამული დაფინანსების გადარიცხვა პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფას სამინისტრო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების/დაწესებულებების  პროგრამულ კოდზე თანხის გადარიცხვის გზით.