„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №40 |
|
2019 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
„მუხლი 79. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
1. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გარდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობად ასევე ითვლება ლიცენზიის მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სამთო მინაკუთვნის საზღვრებს (როგორც მიწის ზედაპირზე, ასევე სიღრმეში) გარეთ.
3. პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან სისხლის სამართლის კოდექსით.“.
|