„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.021056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2019 წლის 8 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 300160070.10.003.018734) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.  მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა, მათ შორის:

ე.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4,2 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 7,5 მ-ისა);

ე.ბ) კაფეტერიის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);“.

2.  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა, მათ შორის:

ე.ა) შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის ეკობანაკის მოწყობა, რომელიც მოიცავს შშმ პირებზე ადაპტირებულ  შემდეგ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს: სველი წერტილები (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 2,3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2.5 მ-ისა), საპიკნიკე ფანჩატური  (სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4,5 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 7,5 მ-ისა) და სამზარეულო (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა);

ე.ბ) კაფეტერიის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);

ე.გ) სასტუმროს მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2019.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.02.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021056.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №41, 08.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021056 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4477730/