„ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №47 |
|
2019 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. პრაქტიკულად ჯანმრთელი პირების პროფილაქტიკური სამედიცინო რენტგენოლოგიური და სამეცნიერო კვლევების დროს დასხივების წლიურმა ეფექტურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1 მზვ-ს. გადაწყვეტილებას პროფილაქტიკური დასხივების დოზების შესაძლო დროებით გადაჭარბების თაობაზე იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგიური პირობებიდან გამომდინარე.“.
2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კრიტერიუმები და მარეგულირებელი პრინციპები იმ პაციენტების მიმართ, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა ღია რადიოაქტიური წყაროების გამოყენებით, ან იმპლანტირებული დახურული წყაროების მატარებლები არიან. ეს კრიტერიუმები და მარეგულირებელი პრინციპები დგინდება მარეგულირებელი ორგანოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად და დამოკიდებულია სამედიცინო დასხივების ტიპზე.“.
3. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) სამედიცინო დასხივების მეთოდით და პრაქტიკულად ჯანმრთელი პირების სამეცნიერო გამოკვლევები დასაშვებია გამოსაკვლევი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე და იმ პირობით, რომ მოსახლეობის წლიური ეფექტური დოზა არ გადააჭარბებს 1 მზვ-ს. გამოსაკვლევი პირი ასევე ინფორმირებული უნდა იყოს სამედიცინო დასხივებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მკურნალობის პროცედურები, სადაც განსაზღვრულია პროცედურების შესრულების ოპტიმალური რეჟიმი და პაციენტის დასხივების შესაბამისი რეფერენტული დონეები, რაც დეტერმინირებული ეფექტების აღკვეთის გარანტიას იძლევა;
გ) გამოსხივების ღია რადიოაქტიური წყაროებით სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს გამოიყენოს მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ საქართველოს ბაზარზე დაშვებული რადიოფარმპრეპარატები;“.
4. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები შეინახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისათვის განსაზღვრული დროის განმავლობაში და დაუყოვნებლივ გადასცეს მარეგულირებელ ორგანოს უწყებრივი რეესტრის წარმოებისათვის.“.
5. 29-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მარეგულირებელი ორგანო საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს რეფერენტულ დონეებს დასხივებისათვის, რომელიც განპირობებულია სამომხმარებლო პროდუქციასა და საქონელში, მათ შორის, სამშენებლო მასალებში, საკვებ პროდუქტებში და სასმელ წყალსა (დანართი 7) და ცხოველის საკვებში არსებული რადიონუკლიდებით. აღნიშნული რეფერენტული დონეეები უნდა განისაზღვროს ისე, რომ რეპრეზენტაციული პირის წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს 1 მზვ-ს წელიწადში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.02.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021062.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №47, 08.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021062 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4477819/