„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №49 |
|
2019 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;‘‘.
2. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტი პირის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში დასტურდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაციით, პირის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული ინფორმაციით, ხოლო პირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ კერძო სამართლის იურიდიულ პირში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით.‘‘.
|