„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№379
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016879
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №379

2019 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. გენერალური ინსპექციის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში საპროკურორო ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის,  მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე; აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველსყოფად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგამოძიებო სამმართველო;

ბ) ოპერატიული სამმართველო;

გ) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო.

2. საგამოძიებო სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) გამოძიების ჩატარებას სამინისტროს სისტემის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს; აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში;

ბ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.

3. ოპერატიული სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს ოპერატიულ მხარდაჭერას, ასევე – გენერალური ინსპექციის უფროსის და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.

4. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მათ მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;

გ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას;

დ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას;

ე) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, დასაბუთებული დასკვნის მომზადებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელებას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე;

ზ) ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე მასალების მომზადებას;

თ) მონიტორინგის განხორციელებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“.

 4. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 5. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს 2 მოადგილე (ერთი მოადგილე – საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით, ხოლო მეორე მოადგილე – სამსახურებრივი შემოწმების მიმართულებით), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

 ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით.“

6. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამზადებს და გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;“;

ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;“;

 ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ყოველთვიურად, გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით, გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის და მისი შესაბამისი მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 11 მარტიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.02.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.02.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №379. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.22.027.016879.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №379, 12.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.016879 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4478334/