„განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №23/ნ |
|
2019 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა).“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გენერირებული ხელმოწერისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერირებული ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი პირები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გენერირებული ხელმოწერისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერირებული ბეჭდის დასმაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, დუბლიკატის გაცემიდან ან მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“.
|