,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №207
2009 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №21, მუხლი 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 31 ერთეულით.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
დ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბუღალტერი;
ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ზ) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;
თ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ი) მთავარი სპეციალისტი;
კ) წამყვანი სპეციალისტი;
ლ) სამეურნეო მუშაკი;
მ) დამხმარე პერსონალი.“.
3. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 2 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბუღალტერი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 |
| სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 3 |
| მთავარი სპეციალისტი | 5 |
| წამყვანი სპეციალისტი | 5 |
| სამეურნეო მუშაკი | 1 |
| დამხმარე პერსონალი | 5 |
| სულ | 31.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 13.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №207. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №207, 13.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4480/