ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №69/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.12.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №238/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №69/ნ
2019 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 243 მუხლის პირველი პუნქტის, 244 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა –
არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში –
შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის სსიპ –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირების თარიღი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
მუხლი 4🔗
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.
მუხლი 5🔗
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია.
მუხლი 6🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი