ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 340050000.10.003.021070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2019
matsne.gov.ge 2,825 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
მასალის ტიპი მცენარეთა რაოდენობა
ნამყენი ნერგი 25,50,100
საკუთარფესვიანი ნერგი 50,100
სანამყენე ( საკვირტე) არანაკლებ 5 კვირტით                                  ერთკვირტიანი - 100 ან 200 500
საძირე კალმები 100
სანერგე  კალმები 100
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე 2 – ინდივიდების რ-ბა 93% 13.12.2018 ტექნიკური რეგლამენტის − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 16.10.2020 კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ ფარდობითი მიმღებიანობა 85% 01.07.2016 დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 22.04.2019 ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 17.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №55  2019 წლის 12 თებერვალი    ქ. თბილისი ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესი  (შემდგომში – წესი) ადგენს  ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის (შემდგომში – გასამრავლებელი მასალა) წარმოებისა და ბაზარზე განთავსების  პირობებს.   2. ამ წესის მიზანია ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 3. ეს    წესი  ადგენს: ა)  ვეგე­ტატიურად გასამრავლებელი მასალის კლასიფიკაციას; ბ)  ვეგე­ტატიურად გასამრავლებელი მასალის  კულტივირების  პირობებს; გ) გასამრავლებელი მასალის შეფუთვა-ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; დ) გასამრავლებელი მასალის მწარმოებლებისადმი სავალდებულოდ შესასრულებელ მოთხოვნებს; ე) გასამრავლებელი მასალისა და მისი წარმოების პროცესის შესაბამისობის ინსპექტირების პროცედურებს. 4.   ეს  წესი  არ ვრცელდება  იმ გასამრავლებელ მასალაზე,  რომლებიც  გამიზნულია: ა) მოყვარულთა ვენახებისთვის; ბ) ცდებისთვის ან სამეცნიერო მიზნებისთვის; გ) სელექციური მუშაობისთვის; დ) გენეტიკური რესურსების დაცვა-აღდგენისთვის. 5. ვაზის სამყნობი  მასალის და  ვაზის  სარგავი მასალის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს   მმართველობის   სფეროში   შემავალი   საჯარო   სამართლის იურიდიული   პირი   –  სოფლის   მეურნეობის   სამეცნიერო-კვლევითი   ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით, ან/და აკრედიტებული  პირი,  აგრეთვე  საერთაშორისო  აკრედიტაციის  მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი ამ  წესის მიზნებისთვის გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით და  „ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №588 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.   მუხლი 3🔗. ვეგეტატიურად გასამრავლებელი მასალის  კლასიფიკაცია 1. ვეგეტატიურად გასამრავლებელი მასალაა:  ა) ვაზის ნერგი: ა.ა) საკუთარფესვიანი ნერგი – ვაზის ერთწლიანი რქის ან მწვანე ყლორტის დაფესვიანებული, არანამყენი ნაწილი, რომელიც ირგვება მყნობის გარეშე ან გამოიყენება საძირეებად; ა.ბ) ნამყენი ნერგი – მყნობის შედეგად შეერთებული ვაზის ერთწლიანი რქების ან მწვანე ყლორტების ნაწილები, რომლის მიწისქვეშა ნაწილი დაფესვიანებულია; ბ) ვაზის გასამრავლებელი ნაწილია ვაზის: ბ.ა) რქა – ერთწლიანი, ლიგნიფირებული ნაზარდი; ბ.ბ) მწვანე ყლორტი – მიმდინარე წლის, არალიგნიფირებული  ნაზარდი;  ბ.გ) სამყნობი საძირე კალამი – ვაზის ერთწლიანი რქის ან მწვანე ყლორტის ნაწილი, რომელიც  ვაზის  მყნობის დროს  გამოიყენება მიწისქვეშა ნაწილად; ბ.დ ) სანამყენე  (საკვირტე) კალამი – ვაზის ერთწლიანი რქის ან მწვანე ყლორტის ნაწილი, რომელიც ვაზის მყნობის  დროს  გამოიყენება მიწისზედა ნაწილად ან როცა ტარდება ადგილზე  მცენარე  –  in situ;  ბ.ე) სანერგე კალმები – ვაზის ერთწლიანი რქა ან მწვანე ყლორტი, რომელიც გამიზნულია საკუთარ ფესვიანი ნერგის მისაღებად; გ) ვაზის სადედე –  ვაზის ნარგაობა, რომელიც გამიზნულია სამყნობი საძირე კალმების, სანამყენე კალმების და  სანერგე კალმების მისაღებად; დ) უვირუსო (VF)  გასამრავლებელი მასალა, რომელიც: დ.ა)  გამრავლებულია და აღიარებულია, როგორც უვირუსო და ვირუსის მსგავსი ორგანიზმებისგან თავისუფალი და უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, სადაც შეუძლებელია ვირუსებით ინფიცირება; დ.ბ) მიღებულია უვირუსო მასალის გამრავლების შედეგად  – in vitro ტექნოლოგია; ე)  ვირუსებზე ტესტირებული (VF) გასამრავლებელი მასალა, რომელიც:  ე.ა) ტესტირებულია და  აღიარებულია, როგორც  თავისუფალი მავნე ორგანიზმებისგან და თავისუფალია დანართ №1-ში  მითითებული  ვირუსებისგან.  შენახულია ისეთ პირობებში, სადაც შეუძლებელია დანართში  №1-ში  აღნიშნული ვირუსებით  ინფიცირება;  ე.ბ) მიღებულია ვირუსებზე ტესტირებული მასალის გამრავლებით. 2.   გასამრავლებელი მასალის კატეგორიებია: ა) საწყისი ( წინასაბაზისო ) მცენარე, გასამრავლებელი მასალა, რომელიც: ა.ა) მიღებულია სელექციონერის მიერ აპრობირებული მეთოდებით,  დაცულია  ჯიშის ან/და  კლონის იდენტურობა და დაავადებებისგან; ა.ბ) გამიზნულია საბაზისო და სერტიფიცირებული გასამრავლებელი მასალის მისაღებად; ა.გ) აკმაყოფილებს საბაზისო გასამრავლებელი  მასალის პირობებს დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად;  ა.დ) გამოცდის შედეგად  აკმაყოფილებს  ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;  ბ)   საბაზისო მცენარე – გასამრავლებელი მასალა, რომელიც: ბ.ა)  მიღებულია სელექციონერის მიერ აპრობირებული მეთოდებით,  დაცულია  ჯიშის ან/ და კლონის იდენტურობა და დაავადებებისგან პრევენცია, რომელიც მიღებულია ვეგეტატიური გამრავლების გზით  პირდაპირ საწყისი (წინასაბაზისო)  გასამრავლებელი მასალიდან; ბ.ბ)  გამიზნულია სერტიფიცირებული  გასამრავლებელი  მასალის მისაღებად; ბ.გ) აკმაყოფილებს საბაზისო გასამრავლებელი  მასალის პირობებს დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად; ბ.დ) ოფიცალური გამოცდის შედეგად,  აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;    გ) სერტიფიცირებული მცენარე – გასამრავლებელი მასალა, რომელიც: გ.ა)  მიღებულია პირდაპირ საბაზისო ან წინასაბაზისო მასალიდან;  გ.ბ) გამიზნულია: გ.ბ.ა.) გასამრავლებელი ან სარგავი მასალის წარმოებისთვის, რომელიც შემდეგში გამოიყენება ყურძნის წარმოებისთვის; გ.ბ.ბ. ) ყურძნის წარმოებისთვის; გ.ბ.გ) აკმაყოფილებს სერტიფიცირებული გასამრავლებელი  მასალის პირობებს დანართი  №1 და №2-ის მიხედვით;  გ.ბ.დ) ოფიციალური გამოცდის შედეგად, აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;    დ) სტანდარტული მცენარე – გასამრავლებელი მასალა, რომელიც: დ.ა) ჯიშურად იდენტური და სუფთაა; დ.ბ)  გამოიყენება: დ.ბ.ა) გასამრავლებელი მასალის წარმოებისთვის, რომელიც შემდეგში გამოიყენება ყურძნის წარმოებისთვის; დ.ბ.ბ) ყურძნის წარმოებისთვის; დ.ბ.გ) აკმაყოფილებს სტანდარტული გასამრავლებელი  მასალის პირობებს დანართი  №1 და №2-ის მიხედვით;  დ.ბ.დ) ოფიცალური გამოცდის შედეგად, აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.    მუხლი 4🔗.  ვეგეტატიურად გასამრავლებელი მასალის კულტივირების პირობები 1. გასამრავლებელი მასალის კულტივირებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) ნიადაგი, სადაც წარმოებს საბაზისო და სერტიფიცირებული ნერგი, არ უნდა იყოს დაინფიცირებული საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმებით, განსაკუთრებით ნემატოდებით და ვირუსებით; ბ) ინსპექტირების საფუძველზე არ უნდა იყოს აღმოჩენილი  დანართი №1-ით  განსაზღვრული  მავნე ორგანიზმები; გ) ვაზის გასამრავლებელი (სანერგე) მასალა არ უნდა გაშენდეს ისეთ ადგილზე, სადაც: გ.ა) უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ პომინდვრისა და მარწყვის კულტურას; გ.ბ) გაშენებული იყო მსხმოიარე ვენახები, ხეხილის ბაღები. 2. წინასაბაზისო კატეგორიის მცენარეების კულტივირებისას  მინიმუმამდე უნდა შემცირდეს განმეორებითი ინფექციები, რომელიც ვრცელდება ჰაერით ან ნიადაგით და იგი ექვემდებარება შემდეგი პირობების დაცვას, კერძოდ: ა) წინასაბაზისო მცენარე უნდა იზრდებოდეს კონტეინერში სათბურის პირობებში; ბ) პოლიეთილენის ან სხვა დამცავი მასალის გამოყენებით დაცული უნდა იყოს მცენარის ფესვთა სისტემა სხვა ნიადაგთან შეხებისგან; გ) სათბური დაცული უნდა იყოს მწერებისგან; დ) სათბურის იატაკი უნდა იყოს  ფილებით დაფარული, ბეტონის, მოხრეშილი ან სხვა ანალოგიური მასალის; ე) სათბურს უნდა ჰქონდეს ორმაგი კარები; ვ) სათბურში მავნე ორგანიზმების მოხვედრის  შემთხვევაში მცენარეები უნდა დამუშავდეს შესაბამისი ქიმიური საშუალებებით; ზ) უნდა აკმაყოფილებდეს   დანართი №1-ით განსაზღვრულ პირობებს. 3. საბაზისო კატეგორიის მცენარეების კულტივირებისას,  უფრო დაბალი კატეგორიის სანერგე, ასევე მსხმოიარე ვენახი და ხეხილი, ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 15-20 მ-ით. 4. სერტიფიცირებული კატეგორიის მცენარეების კულტივირებისას, სხვა კატეგორიის სანერგეები, ასევე ვენახები და ხეხილის ბაღები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 8-10 მ-ით. 5. სტანდარტული  კატეგორიის მცენარეების კულტივირებისას, მცენარეთა სიჯანსაღე უნდა მოწმდებოდეს ვიზუალურად. ნერგის ჯიშურ სისუფთავეზე პასუხისმგებელი არის ნერგის მწარმოებელი. მუხლი 5🔗. გასამრავლებელი მასალის შეფუთვა-ეტიკეტირებასთან  დაკავშირებული მოთხოვნები 1. საბაზისო, სერტიფიცირებული და სტანდარტული მასალის  კატეგორიები უნდა შეესაბამებოდნენ  ამ წესით გათვა­ლისწი­ნებულ მოთხოვნებს და აკმაყოფილებდნენ  დანართი №1-ით  და დანართი №2-ით   განსაზღვრულ პირობებს.  2. გასამრავლებელი მასალა  ამოღებული ან მოცილებული უნდა იყოს სადედე მცენარეს, დახარისხდეს, შეიფუთოს და მოხდეს დისტრიბუცია  შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: ა) გასამრავლებელი მასალის დახარისხება და შეფუთვა უნდა  შესრულდეს დანართი №2-ის და  დანართი №3-ის   შესაბამისად; ბ) გასამრავლებელი მასალის ეტიკეტირება უნდა შესრულდეს დანართი №4-ის შესაბამისად.  მუხლი 6🔗. გასამრავლებელი მასალის მწარმოებლისადმი განსაზღვრული მოთხოვნები გასამრავლებელი მასალის მწარმოებელი  და დისტრიბუტორი  სერტიფიცირების შემთხვევაში ვალდებულია: ა) რეგულარულად აკონტროლოს ვაზის  სარგავი და გასამრავლებელი მასალის ხარისხი  და  შესაბამისობა მოთხოვნილ კრიტერიუმებთან; ბ)  აწარმოოს  ინფორმაციის აღრიცხვა: ბ.ა)  ნარგაობის ზრდა-განვითარებაზე; ბ.ბ) ნარგაობაში არსებული მცენარეების რაოდენობაზე; ბ.გ) ნარგაობის  ფართობზე; ბ.დ) მავნე ორგანიზმების არსებობაზე; ბ.ე)  გამოყენებულ ქიმიურ საშუალებაზე და მისი გამოყენების ვადებზე.  მუხლი 7🔗.  გასამრავლებელი მასალისა და მისი წარმოების პროცესის შესაბამისობის ინსპექტირება 1. სერტიფიცირების ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს მთელი ვეგეტაციის პერიოდში და დისტრიბუციის წინ.   2. გასამრავლებელი  მასალის შეფასებისას, გასამრავლებელი მასალა:  ა) უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის ჯიშს და კატეგორიას; ბ) ადგილი, სადაც ხდება მისი  კულტივირება, შენახვა და წარმოება უნდა შეესაბამებოდეს  ფიტოსანიტარულ ნორმებს; გ) უნდა აკმაყოფილებდეს ამ  წესის მოთხოვნებს; დ)    არ უნდა იყოს ინფიცირებული დანართი №1-ით  განსაზღვრული მავნე ორგანიზმებით. 3.  თუ დადასტურდება  დანართი №1-ით განსაზღვრული მავნე ორგანიზმის არსებობა, რეგისტრი­რებულმა (პასუხისმგებელმა) პირმა უნდა აცნობოს ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები. 4. საბაზისო და სერტიფიცირებული მასალის წარმოებისთვის ნარგაობის ინსპექტირება ტარდება ყოველწლიურად საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით, საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 5. თუ საბაზისო და სერტიფიცირებული  მასალა შეესაბამება ამ წესით კრიტერიუმებს, სერტიფიცირების  ორგანო გასცემს  ხარისხის სერტიფიკატს და ეტიკეტს გასამრავლებელ მასალაზე.  6.  თუ სტანდარტული მასალა შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, სერტიფიცირების  ორგანო გასცემს  ხარისხის სერტიფიკატს და ეტიკეტს გასამრავლებელ მასალაზე.  7.    თუ აღმოჩნდა, რომ  მასალა  არ  შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, უნდა შეეფარდოს დაბალი კატეგორია ან შეჩერდეს სერტიფიცირების პროცესი  ვიდრე  ხარვეზი   მთლიანად არ გამოსწორდება.  8.    თუ ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია, სერტიფიცირების ორგანო  არ გასცემს ხარისხის სერტიფიკატს და ეტიკეტს. დანართი №1                                                             ვაზის სადედე ნარგაობა 1. ვაზის სადედე ნარგაობისთვის: ა) მოსავალი  უნდა  იყოს ჯიშურად იდენტური და ერთგვაროვანი; ბ) ნაკვეთისა და ნარგაობის  მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს ჯიშის სიწმინდეზე  და სისუფთავეზე,  საჭიროების შემთხვევაში კლონზეც, ხელახალი საფუძვლიანი გადამოწმება; გ) ნაკვეთის ნიადაგი ან სუბსტრატი  არ უნდა იყოს ინფიცირებული მავნე ორგანიზმებითა და მათი ვექტორებით, განსაკუთრებით ნემატოდებით,  რათა მაქსიმალურად თავიდან  იყოს აცილებული მავნე  ორგანიზმების გავრცელების რისკი; დ) მავნე ორგანიზმების არსებობა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ გასამრავლებელი მასალის  ხარისხზე,  მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი; ე) ამ პუნქტის შესაბამისად მავნე ორგანიზმების კონცენტრაცია, შეეხება  ამ დანართის მე-10 და მე-15  პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს. ამ პუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქვემოთ მოცემულ შემთხვევებს: ე.ა) მავნე ორგანიზმებია: ე.ა.ა) ინფექციური გადაგვარების კომპლექსი:  grapevine fanleaf  virus  (GFlV)  და  Arabis mosaic virus (ArMV); ფოთლის სიხუჭუჭე: grapevine  leafroll-associated virus 1  (GLRaV1) და grapevine  leafroll-associated virus 3 GLRaV3); ე.ა.ბ) ვაზის ვირუსული ლაქიანობა: Grapevine fleck virus   (GFkV)  მხოლოდ საძირეებში; ე.ა.გ) ფიტოპლაზმური  დაავადება: Grapevine flavescence doree  (FD). 2.  სადედე ნარგაობა, რომელიც გამიზნულია საწყისი (წინასაბაზისო)  მასალის მისაღებად, თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“   ქვეპუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმებისგან, რაც დასტურდება ინსპექტირების  შედეგებით.  ინსპექტირება ეფუძნება მცენარეთა სიჯანსაღეზე ჩატარებულ ტესტის შედეგებს, რომელიც სრულდება ინდიკატორული ან  საერთაშორისო აპრობირებული  ტესტ-მეთოდებით და ტარდება ყველა მცენარეზე. ტესტი ვაზის სადედე ნარგაობაზე ტარდება  ხუთი წლის განმავლობაში ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“  ქვეპუნქტით განსაზღვრულ მავნე ორგანიზმებზე. დასნებოვნებული მცენარეები უნდა იყოს იზოლირებული.  ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 3. ვაზის სადედე ნარგაობის სიმეჩხრე, რომელიც გამოწვეულია ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“  ქვეპუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმების მიერ,  არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ნარგაობის 5%-ს.   4.  სადედე ნარგაობა, რომელიც გამიზნულია საბაზისო მასალის მისაღებად,  თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“  ქვეპუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმებისგან, რაც დასტურდება ინსპექტირების  შედეგებით. ინსპექტირება ეფუძნება   მცენარეთა სიჯანსაღეზე ჩატარებული ტესტის შედეგებს და ტარდება ყველა მცენარეზე.  ტესტი ვაზის სადედე ნარგაობაზე უნდა ჩატარდეს ყოველ 6 წელიწადში, რომელიც იწყება სადედე ნარგაობის გაშენებიდან მესამე  წელს. იმ შემთხვევაში თუ ყველა მცენარეზე ყოველწლიურად ხორციელდება ინსპექტირება, მცენარეთა ტესტირება სიჯანსაღეზე უნდა  ჩატარდეს ყოველ 6 წელიწადში, რომელიც დაიწყება სადედის გაშენებიდან მეექვსე წელს. ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი   დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 5. სადედე ნარგაობები, რომელიც გამიზნულია სერტიფიცირებული მასალის მისაღებად,  თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმებისგან, რაც დასტურდება ინსპექტირების  შედეგებით. ინსპექტირება ემყარება  მცენარეთა სიჯანსაღეზე ჩატარებულ ტესტის შედეგებს, საყოველთაოდ აპრობირებულ მეთოდებს და ნორმების შესაბამისი დაკვირვების, ანალიზის/კონტროლის  მეთოდების გამოყენებით. ეს ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველ 10 წელიწადში, რომელიც იწყება სადედე ნარგაობის გაშენებიდან მეხუთე წელს. იმ შემთხვევაში თუ ყოველწლიურად ყველა მცენარის  სიჯანსაღეზე ხორციელდება ინსპექტირება, მცენარეთა ტესტირება სიჯანსაღეზე უნდა  ჩატარდეს სულ მცირე ყოველ 10 წელიწადში, რომელიც დაიწყება სადედის გაშენებიდან მეათე  წელს.  ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი   დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 6.   სადედე ნარგაობებში, რომელიც გამიზნულია სტანდარტული  მასალის მისაღებად, ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმებისგან გამოწვეული სიმეჩხრის დონე  არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. დასნებოვნებული მასალა ექვემდებარება იზოლირებას.  სადედე ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 7.  ვაზის გასამრავლებელი სანერგეები თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტით განსაზღვრული მავნე ორგანიზმებისგან, რომელიც დასტურდება ინსპექტირების შედეგებით, და თუ საჭიროა ჩატარდეს  შესაფერისი ტესტი   ან/და შემდგომი ინსპექტირება. 8. გასამრავლებელი მასალა (საძირე, სანამყენე), რომლებიც გამოყენებული  უნდა იყოს  ნამყენი ნერგისა და საკუთარფესვიანი   მცენარეების წარმოებისთვის, უნდა დამზადდეს სადედე ნარგაობიდან, რომლებიც  ინსპექტირებული და  შეფასებულია. 9. ვაზის სადედე მასალისთვის: ა) მოსავალი  უნდა  იყოს ჯიშურად იდენტური და ერთგვაროვანი; ბ) ნაკვეთისა და ნარგაობის  მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ჩატარდეს ჯიშის სიწმინდეზე და სისუფთავეზე,  საჭიროების შემთხვევაში კლონზე, ხელახალი საფუძვლიანი გადამოწმება; გ) ნაკვეთის ნიადაგი ან სუბსტრატი  არ უნდა იყოს ინფიცირებული მავნე ორგანიზმებისა და მათი ვექტორებისგან, რათა მაქსიმალურად თავიდან  იყოს აცილებული მავნე  ორგანიზმების გავრცელების რისკი; დ) მავნე ორგანიზმების არსებობა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ გასამრავლებელი მასალის  ხარისხზე,  უკიდურესად  მცირე უნდა იყოს; ე) ამ პუნქტით განსაზღვრული  მავნე ორგანიზმების კონცენტრაცია, შეეხება  ამ დანართის   მე-10 და მე-15  პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს: ე.ა) ინფექციური გადაგვარების კომპლექსი –  grapevine fanleaf  virus  (GFlV)  და  Arabis mosaic virus (ArMV); ფოთლის სიხუჭუჭე: grapevine  leafroll-associated virus 1  (GLRaV1) და grapevine  leafroll-associated virus 3 GLRaV3); ე.ბ) ვაზის ვირუსული ლაქიანობა – Grapevine fleck virus   (GFkV)  მხოლოდ საძირეებში; ე.გ) ფიტოპლაზმური  დაავადება – Grapevine flavescence doree  (FD). 10.  სადედე ნარგაობა, რომელიც გამიზნულია საწყისი (წინასაბაზისო)  მასალის მისაღებად, თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის  მეცხრე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული მავნე ორგანიზმებისგან (ვირუსული დაავადებები), რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ინსპექტირების  შედეგებს.  ინსპექტირება ეფუძნება მცენარეთა სიჯანსაღეზე ჩატარებულ ტესტის შედეგებს, რომელიც სრულდება ინდიკატორული ან  საერთაშორისო აპრობირებული  ტესტ-მეთოდებით, რომელიც ტარდება ყველა მცენარეზე. ეს ტესტი ტარდება  ხუთი წლის განმავლობაში ამ დანართის მეცხრე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მავნე ორგანიზმებზე. ინფიცირებული მცენარეები უნდა იყოს იზოლირებული.  ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. სადედე ნარგაობის სიმეჩხრე, რომელიც გამოწვეულია ამ დანართის მეცხრე პუნქტის „ე“   ქვეპუნქტში  ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების მიერ,  არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.   11.  სადედე ნარგაობა, რომელიც გამიზნულია საბაზისო მასალის მისაღებად,  თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის მეცხრე პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მავნე ორგანიზმებისგან (ვირუსული დაავადებები), რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ინსპექტირების  შედეგებს. ინსპექტირება ეფუძნება   მცენარეთა სიჯანსაღეზე ჩატარებული ტესტის შედეგებს, რომელიც ტარდება ყველა მცენარეზე.  ეს ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველ 6 წელიწადში ერთხელ, რომელიც იწყება სადედე ნარგაობის გაშენებიდან მე-3 წელს. იმ შემთხვევაში თუ ყველა მცენარეზე ტარდება ყოველწლიური ინსპექტირება, მცენარეთა ტესტირება სიჯანსაღეზე უნდა  ჩატარდეს ყოველ 6 წელიწადში, რომელიც დაიწყება სადედის გაშენებიდან მე-6 წელს. ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი   დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 12.  სადედე ნარგაობები, რომელიც გამიზნულია სერტიფიცირებული მასალის მისაღებად,  თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის მეცხრე პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მავნე ორგანიზმებისგან (ვირუსული დაავადებები), რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ინსპექტირების  შედეგებს. ინსპექტირება ემყარება  მცენარეთა სიჯანსაღეზე ჩატარებულ ტესტის შედეგებს, საყოველთაოდ აპრობირებულ მეთოდებს და ნორმების შესაბამისი დაკვირვების, ანალიზის/კონტროლის  მეთოდების გამოყენებით. ეს ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველ 10 წელიწადში, რომელიც იწყება სადედე ნარგაობის გაშენებიდან მე-5 წელს. იმ შემთხვევაში თუ ყოველწლიურად ტარდება ინსპექტირება ყველა მცენარის  სიჯანსაღეზე, მცენარეთა ტესტირება სიჯანსაღეზე უნდა  ჩატარდეს სულ მცირე ყოველ 10 წელიწადში, რომელიც დაიწყება სადედის გაშენებიდან მე-10 წელს.  ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი   დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 13.   სადედე ნარგაობებში, რომელიც გამიზნულია სტანდარტული  მასალის მისაღებად, ამ დანართის მეცხრე პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“   ქვეპუნქტებში აღნიშნული მავნე ორგანიზმებით (ვირუსული დაავადებები), გამოწვეული სიმეჩხრის დონე  არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. ინფიცირებული მასალა ექვემდებარება იზოლირებას.  ნარგაობის სიმეჩხრის მიზეზი   დოკუმენტურად უნდა იყოს დაფიქსირებული სადედე ნარგაობის საბუთებში. 14.  ვაზის გასამრავლებელი სანერგეები თავისუფალი უნდა იყოს ამ დანართის მეცხრე პუნქტის „ე“  ქვეპუნქტში აღნიშნული მავნე ორგანიზმებით (ვირუსული დაავადებები), რომელიც ემყარება ვიზუალური მეთოდებით ყოველწლიურ ოფიციალურ ინსპექტირებას, და თუ საჭიროა ჩატარდეს  შესაფერისი ტესტი   ან/და შემდგომი ინსპექტირება. 15.  გასამრავლებელი მასალა (საძირე, სანამყენე), რომლებიც გამოყენებული  უნდა იყოს  ნამყენი ნერგისა და საკუთარფესვიანი   მცენარეების წარმოებისთვის,    უნდა დამზადდეს სადედე ნარგაობიდან, რომლებიც  ინსპექტირებული და  შეფასებულია. დანართი №2                             მოთხოვნები გასამრავლებელი მასალის მიმართ 1. გასამრავლებელი მასალის   ზოგადი მოთხოვნებია: ა) გასამრავლებელი მასალა უნდა იყოს ჯიშურად ერთგვაროვანი და იდენტური; ბ) გასამრავლებელი მასალის სისუფთავე  უნდა შეადგენდეს 96%-ს; გ) ტექნიკურ წუნად ითვლება გასამრავლებელი მასალა, რომელიც: გ.ა)  მთლიანად ან ნაწილობრივ არის გამხმარი,  აგრეთვე,  გახმობის შემდეგ ჩადებული იყო წყალში; გ.ბ) დეფექტური, მოღუნული,  დაზიანებული (განსაკუთრებით სეტყვით და  ყინვებით), ან/და გასრესილია; გ.გ) რომელიც  შეუსაბამოა ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; დ) ვაზის რქა (მერქანი)  უნდა იყოს შესაბამისად მომწიფებული;  ე) მავნე ორგანიზმების არსებობა, რომელიც გასამრავლებელი მასალის  ვარგისიანობას  აქვეითებს,  მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ხოლო გასამრავლებელი მასალა,  რომლებზეც ნათლად ჩანს მავნე ორგანიზმების  არსებობის ნიშნები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს   სხვა საშუალებები, უნდა  განადგურდეს. 2. ვაზის ნამყენი ნერგის მიმართ განსაკუთრებული  მოთხოვნებია:  ამ კატეგორიაში მოიაზრება ნამყენი ნერგი, რომელიც მიიღება: ა) ერთიდაიგივე კატეგორიის გასამრა­ვლებელი მასალის კომბინაციით; ბ) წინასაბაზისო და საბაზისო კატეგორიის გასამრავლებელი მასალის კომბინაციით მიღებული ნამყენი   მიეკუთვნება  წინასაბაზისო კატეგორიას; გ) სხვადასხვა კატეგორიის გასამრავ­ლებელი მასალის კომბინაციით მიღებული ნამყენი. ნამყენის კატეგორია  განისაზღვრება მონაწილე კომბინაციებიდან უფრო დაბალი კატეგორიის მიხედვით.  3. გასამრავლებელი მასალის  ზომებია: ა) საძირე და  სანამყენე კალმების დიამეტრი: ა.ა) წვრილ ბოლოზე  6,5 – 12 მმ;  ა.ბ) ქვედა ბოლოზე,  არაუმეტეს 15მმ.  (ეს  წესი არ ეხება in situ მყნობას); ა.გ) ამ პუნქტის მოთხოვნები  არ ვრცელდება  მწვანე კალმებით გასამრავლებელ მასალაზე; ბ) სანერგე კალმის მინიმალური დიამეტრი წვრილ ბოლოზე არ უნდა იყოს 3,5მმ-ზე ნაკლები; გ) საკუთარფესვიანი ნერგი: გ.ა) დიამეტრი – იზომება მუხლთშორისის შუა ნაწილში ზედა  კვირტის ქვემოთ, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 5 მმ. ეს სტანდარტი არ ვრცელდება  მწვანე კალმებით გასამრავლებელ მასალაზე; გ.ბ) სიგრძე –  მინიმალური სიგრძე,  კალმის ქვედა ნაწილიდან, სადაც უნდა განვითარდეს ფესვები – აქტიური ზრდის  წერტილამდე,   უნდა შეადგენდეს არანაკლებ: გ.ბ.ა) 30 სმ – საკუთარფესვიანი ნერგისთვის ან   საძირეებად გამოსაყენებლად; გ.ბ.ბ) 20 სმ – სხვა დანარჩენი ნერგებისთვის; გ.ბ.გ) ეს სტანდარტი არ ვრცელდება  მწვანე კალმებით გასამრავლებელ მასალაზე; გ.ბ.დ) ფესვები –  ყველა მცენარეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ სამი კარგად განვითარებული და განლაგებული ფესვები.  გამონაკლისია 420A, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ განვითარებული, ფესვი; გ.ბ.ე) ჭრილი (ქუსლი): ჭრილი უნდა შესრულდეს დიაფრაგმის ქვემოთ, დაზიანების გარეშე, არაუმეტეს  ერთი სანტიმეტრის; დ)  ნამყენი  ნერგი: დ.ა ) სიგრძე: დ.ა.ა) შტამბის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ;  დ.ა.ბ) ეს სტანდარტი არ ვრცელდება მწვანე  კალმებით მიღებულ ნამყენზე; დ.ბ.) ფესვები – ყველა მცენარეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ სამი კარგად განვითარებული და განლაგებული ფესვი.  გამონაკლისია 420A რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ განვითარებული, ფესვი; ე) მყნობის ადგილი –  სანამყენე კომბინაციები მყარად უნდა იყოს შეერთებული; ვ) ჭრილი (ქუსლი) – ჭრილი უნდა შესრულდეს დიაფრაგმის ქვემოთ, დაზიანების გარეშე, არაუმეტეს  1სმ. დანართი №3 შეფუთვა ფუთების შედგენილობა  მასალის ტიპი მცენარეთა რაოდენობა მაქსიმალური რაოდენობა ნამყენი ნერგი 25,50,100 500 საკუთარფესვიანი ნერგი 50,100 500 სანამყენე ( საკვირტე) არანაკლებ 5 კვირტით                                  ერთკვირტიანი - 100 ან 200 500 - 200 5000 საძირე კალმები 100 1000 სანერგე  კალმები 100 500 შენიშვნა:  კარტონაჟული წესით დაფესვიანებული მცენარების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. დანართი №4 ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს: ა) მწარმოებელი  (კომპანია); ბ) ვაზის სახეობა; გ) ჯიში, კლონი; დ) მასალის კატეგორია; ე) აღნიშვნა [„virus-free”] ან  [“virus-tested”]; ვ) პარტიის ნომერი; ზ) რაოდენობა; თ) სიგრძე  (მხოლოდ საძირე კალმებისთვის); ი) დამზადების თარიღი. 2. ეტიკეტი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:   ა) ეტიკეტზე ინფორმაცია უნდა იკითხებოდეს ნათლად და ეტიკეტის ზომები უნდა შეადგენდეს: ა.ა) საძირე, სანამყენე და სანერგე კალმებისთვის  110 x 67 მმ-ს; ა.ბ) საკუთარფესვიანი და ნამყენი ნერგისთვის 80 x 70 მმ-ს.  3.  ეტიკეტის შეფერვა (კატეგორიების მიხედვით) უნდა იყოს: ა) წინასაბაზისი მასალა – თეთრი იასამნისფერი შტრიხებით; ბ) საბაზისო  მასალა  – თეთრი ფერი; გ) სერტიფიცირებული მასალა – ლურჯი ფერი; დ) სტანდარტული მასალა  –  მუქი ყვითელი ფერი; ე) სხვა მასალა – ყავისფერი.  ვ) უნდა იყოს აღიშნული, რომ მასალა არ აკმაყოფილებს ხარისხისა და სტანდარტის მოთხოვნებს.