1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი  ქონების  ჩამოწერის  საფუძველს  წარმოადგენს  საინვენტარიზაციო  კომისიის  მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.

3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო  კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

4. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი    ქონების   ჩამოწერის   მიზნით   ასპინძის    მუნიციპალიტეტის   მერი   საინვენტარიზაციო კომისიის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  საფუძველზე  ამტკიცებს  ჩამოსაწერი  ქონების ნუსხას,  რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.

5.  ჩამოწერის  შემდეგად  მიღებული  მასალები,  რომელიც  ექვემდებარება  შემოსავალში  აღებას  და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

6.   ასპინძის  მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული,   ბალანსზე   რიცხული   ამორტიზებული   და გამოუყენებელი      ქონების     ჩამოწერის     მიზნით     საინვენტარიზაციო      კომისიის     მიერ     წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისია