საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 229 სიტყვა · ~1 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 14.06.2016 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 04.11.2022 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 01.07.2024 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 28.02.2025 საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 23.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №66 2019 წლის 13 თებერვალი  ქ. თბილისი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 3​1 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა)  გათვალისწინებით: ა) გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვროთ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება; ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს საჭირო ზომების  გატარება ამ დადგენილების შესასრულებლად. შედეგების შესაბამისად, განახლდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 19​1 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებები; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2019 წლის 1 თებერვლამდე დაკავებული თანხა, აგრეთვე მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ, შესაბამისი დავალიანების გამო, ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე პერიოდამდე გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე