საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 04/02/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 28.3pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ნდობა გამოეცხადოს საქართველოს სამთავრობო პროგრამას ,,ერთიანი საქართველოს სიღარიბის გარეშე“ (თან ერთვის) და მთავრობის შემდეგ შემადგენლობას:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ვლადიმერ გურგენიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი ნოდია
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ზაალ გამცემლიძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – ეკატერინე შარაშიძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – ალექსანდრე ხეთაგური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – დავით კეზერაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ნიკა გვარამია
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – კობა სუბელიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ბაქრაძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – პეტრე ცისკარიშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნიკა გილაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ივანე მერაბიშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ალექსანდრე კვიტაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში – დავით ტყეშელაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – გიორგი ბარამიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – იულონ გაგოშიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – თემურ იაკობაშვილი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2008 წლის 31 იანვარი.
№5679–რს
პრეამბულა
2008-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
მოსახლეობის კეთილდღეობა – საქართველო სიღარიბის გარეშე;
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სრული ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად გაიზრდება მთავრობის ორიენტირება შედეგებზე.
მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება, ერთი მხრივ, სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისაკენ და, მეორე მხრივ, სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სოციალური პროგრამების განხორციელებისაკენ.
სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნით, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებით და ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებით. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდება პროფიციტული ბიუჯეტით, მარტივი და დაბალი გადასახადებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, საკუთრების უფლების დაცვით, ლიბერალური სავაჭრო და სატრანსპორტო პოლიტიკით, ექსპორტის ზრდით, სოფლის მეურნეობის სექტორის კომერციალიზაციით, დასაქმებისა და დაგროვების სტიმულირებით, „მომავალი თაობების ფონდისა“ და „სტაბილური განვითარების ფონდის“ შექმნით.
სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა გაითვალისწინებს რესურსების კონსოლიდაციას და ეფექტიანი ინსტიტუტების შექმნას ხელმოკლეთა დასახმარებლად. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება სოციალური ბიუჯეტის მიზანმიმართული ხარჯვით, ბენეფიციართა შერჩევის ეფექტიანი მექანიზმებით, ჰოსპიტალური სისტემის განვითარების პროგრამით, სოფლის ექიმის ფართოდ განვითარებული ქსელით, ხელმოკლეთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემით, სოციალური საპენსიო პაკეტით, პროგრამით „ღირსეული დასაწყისი“.
სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძო ინვესტიციებს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, „ღია ცის“ პოლიტიკის განხორციელებას, საგზაო გადაზიდვების ლიბერალურ რეჟიმს, ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების გაზრდას, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და რეგიონული დისბალანსის შემცირებას.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის არსებითია ნიჭზე და უნარებზე ორიენტირებული და კორუფციისაგან თავისუფალი, მცირე და მოქნილი საჯარო სამსახურის შექმნა.
საქართველოს სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება:
ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების, ქმედუნარიანი სამართალდამცავი სისტემისა და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების გარეშე;
მდგრადი და გამჭვირვალე დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს გარეშე.
საქართველოს მთავრობის მიზნები და ამოცანები:
ეროვნული უსაფრთხოება
საქართველო გაწევრიანდება NATO-ში – მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა წარმატებით დაასრულებს ნატოში გაწევრიანების ყველა ეტაპს, დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. საქართველო გახდება ალიანსის უსაფრთხოების სისტემის ორგანული კომპონენტი და არა მხოლოდ უსაფრთხოების ,,მიმღები“.
განხორციელდება ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია საერთო სახელმწიფოებრივ პროცესებში განხორციელდება მმართველობისა და სამოქალაქო დონეებზე.
ევროკავშირთან ურთიერთობებში უფრო ფართოდ გავრცელდება ,,ოთხი თავისუფლების პრინციპი“ – უზრუნველყოფილი იქნება საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება. ადამიანების თავისუფალი გადაადგილების ხარისხი გაიზრდება საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების, მეწარმეებისა და მეცნიერებისათვის.
რუსეთის ფედერაციასთან მიიღწევა ურთიერთობების ნორმალიზება – თანამშრომლობა დაეფუძნება ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება ტექნიკური შეზღუდვებისა და ბარიერების გარეშე.
ეროვნული კეთილდღეობა
ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა
მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების ეკონომიკური კურსი და დინამიკა.
გაგრძელდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა – მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 8%-ით გაიზრდება. საქართველო მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით ,,საშუალო-მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში“ გადაინაცვლებს.
შემცირდება სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში – ბიუჯეტის ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით 29%-დან 22%-მდე შემცირდება.
ინფლაცია სტაბილურად ერთნიშნა დონეზე შენარჩუნდება – პროფიციტული ბიუჯეტისა და პროგრამის საწყის ეტაპზე გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, 5 წლის განმავლობაში ინფლაცია საშუალოდ 7%-ს შეადგენს.
უცხოური პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების და კერძო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების მოცულობა 5 წელიწადში გაიზრდება – ინვესტიციები ყოველწლიურად მშპ-ის 10%-ზე მეტი იქნება და ჯამურად 10 მლრდ დოლარს მიაღწევს.
ბიუჯეტები პროფიციტული იქნება – მომდევნო წლებში ბიუჯეტის პროფიციტი მშპ-ის მინიმუმ 0,5%-ის ტოლი იქნება.
საგადასახადო რეჟიმი დასაქმების, დაგროვებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იქნება – საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება. სხვა სახის გადასახადები პირად შემოსავლებზე არ იარსებებს. კაპიტალზე გადასახადები გაუქმდება.
საქართველო გადაიქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად – იგი მოიზიდავს ფინანსურ რესურსებს მთელი რეგიონის მასშტაბით. მისი მიმზიდველობა დამყარებული იქნება მარტივ და დაბალ გადასახადებზე, გამჭირვალე საფინანსო რეგულირებაზე, რეფორმირებულ ეკონომიკაზე, რეგულირებად საგადასახადო სისტემაზე და გამჭვირვალე რეგულირებაზე. შედეგად, განთავსებული იქნება არანაკლებ 12 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. სანდო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იმოქმედებენ საბანკო, სადაზღვევო, გადამზღვევ, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სფეროებში.
შეიქმნება ,,მომავალი თაობების ფონდი“ და სტაბილური განვითარების ფონდი“:
,,მომავალი თაობების ფონდში“ განთავსდება ფისკალური პროფიციტის/ნაშთების 25%-მდე, საპრივატიზაციო/კაპიტალური შემოსავლების 75%. ფონდში აკუმულირებული იქნება მინიმუმ 3 მლრდ ლარი. ფონდის აქტივების მართვას მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები განახორციელებენ. ფონდის თანხები დაიხარჯება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომი სარეაბილიტაციო საქმიანობისთვის და სხვა, ეროვნული მასშტაბის გამოწვევების შემთხვევაში;
,,სტაბილური განვითარების ფონდში“ განთავსდება ფისკალური პროფიციტის/ნაშთების 30%-მდე და საპრივატიზაციო/კაპიტალური შემოსავლების 25%. ფონდში აკუმულირებული იქნება 2 მლრდ ლარამდე.
ექსპორტის წილი მშპ-ში მიუახლოვდება 40%-ს – ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის, ეკონომიკური ზრდისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების შედეგად ეკონომიკა მეტად იქნება ორიენტირებული ექსპორტზე.
სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება მცირე რაოდენობის ქონება – დაინერგება პრივატიზების უფრო მოქნილი და ეფექტიანი ფორმები. ეკონომიკის ყველა სექტორში არსებული კომპანიების მართვას კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელებული ექსპორტი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 80%-ზე მეტი იქნება – თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდება ევროკავშირთან, აშშ-თან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან.
გარანტირებული იქნება საკუთრების უფლება – საკონსტიტუციო, საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად გაიზრდება კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ხარისხი. საკუთრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილ იქნება არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ ასევე იმპლემენტაციის და აღქმის დონეზე.
გაუმჯობესდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი – საერთაშორისოდ აღიარებული საკრედიტო კვლევებით შეფასებები მომდევნო 5 წელიწადში მინიმუმ 3 ნიშნულით გაიზრდება.
გაუმჯობესდება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასება – ბიზნესგარემოს საერთაშორისო შედარებით ანალიზში საქართველოს მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება.
მოსახლეობის კეთილდღეობა
ბიუჯეტის 1/3 მიმართული იქნება სოციალურ პროგრამებზე – ეს მაჩვენებელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდება. გაიზრდება ხარჯვის ეფექტიანობა და მისი მიზანმიმართულობის ხარისხი. უმისამართო, ,,ბრტყელი” დახმარების პრაქტიკა შეიცვლება მიზნობრივი დახმარების პრინციპით. მოხდება საზოგადოების კონსოლიდაცია სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე დაყრდნობით.
მზარდი ეკონომიკური აქტივობის შედეგად გაიზრდება დასაქმება – 10 მილიარდამდე მოცულობის უცხოური ინვესტიცია უზრუნველყოფს 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
საგრძნობლად შემცირდება სიღარიბე – 5 წელიწადში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა 50% მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო გამოვა ბენეფიციართა სიებიდან.
გატარებული საპენსიო რეფორმის შედეგად გაიზრდება სოციალური პენსიის პაკეტის მოცულობა და ხარისხი – საპენსიო პაკეტი 100 დოლარს მიაღწევს და იქნება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი.
შენარჩუნდება პოზიტიური მიგრაცია – ფაქტობრივი მოსახლეობა 150 000-ით გაიზრდება. სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი გადააჭარბებს ემიგრირებულთა რაოდენობას.
განვითარდება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა – სრულად ამოქმედდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100-ზე მეტი საავადმყოფო.
სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება სოფლად – სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით და 1000-ზე მეტი, კარგად აღჭურვილი სოფლის ექიმის მომსახურებით.
სახელმწიფო/სავალდებულო სადაზღვევო პოლისით მოცული იქნება 1 200 000 ადამიანი – სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი ოჯახების ყველა წევრი. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემა ასევე გავრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობასა და პოლიციაზე. ყველა საჯარო მოხელისათვის დაზღვევა სავალდებულო იქნება.
გაგრძელდება პროგრამა ,,ღირსეული დასაწყისი“ – პროგრამა 5 წლის განმავლობაში 60 000 ბენეფიციარს მოიცავს. ყველა ხელმოკლე ოჯახის ახალშობილს მინიმუმ 1000 ლარი გადაეცემა.
ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა
სრულფასოვნად ამოქმედდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ინდუსტრიული ზონა მოიზიდავს 1,5 მლრდ ლარამდე ინვესტიციას და დაასაქმებს დაახლოებით 20 000 ადამიანს. თავისუფალი ზონის ეფექტიანად ფუნქციონირება გამოიწვევს რეგიონში საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურისა და სერვისის განვითარებას.
გაფართოვდება ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა – ფოთის პორტის ტვირთბრუნვა 12 მლნ ტონამდე გაიზრდება. პორტი გადაამუშავებს 270 000-მდე კონტეინერს წელიწადში.
სრულად დაიტვირთება ბათუმის პორტისა და ყულევის ტერმინალები – ისინი აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ძირითადი კვანძები გახდებიან.
გაუმჯობესდება საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურა – დასრულდება მაგისტრალური ავტობანის აღმოსავლეთ სექტორის მშენებლობა. დამატებით რეაბილიტირებულ იქნება საგზაო ფონდის დაახლოებით 30%.
გაიზრდება საჰაერო მიმოსვლის ინტენსივობა და მიმართულებების რაოდენობა – ავიაკომპანიების რიცხვი და საჰაერო გზებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება. იქნება მინიმუმ სამი საერთაშორისო აეროპორტი.
განხორციელდება საქართველოს რკინიგზის რეფორმა – საქართველოს რკინიგზის ეფექტიანი მფლობელობა განხორციელდება მაღალი ხარისხის სტრატეგიული ინვესტორის მეშვეობით ან რკინიგზის აქციების განთავსებით საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე და მისგან კლასიკური კორპორაციის ჩამოყალიბებით. განვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, განხორციელდება შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რის შედეგადაც განიტვირთება თბილისის ცენტრი.
შეიქმნება ჩინეთი-საქართველო-ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლებლობები – დასრულდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა და საქართველოს რკინიგზა თურქეთისას დაუკავშირდება.
უძრავი ქონების ბაზარი დინამიურად განვითარდება – მშენებლობის მოცულობა შემდეგ 5 წელიწადში გაორმაგდება და მოხდება სამშენებლო პროდუქტის დივერსიფიკაცია.
დამატებით შეიქმნება 500 მგვტ-ზე მეტი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე – მომავალი 5 წლის განმავლობაში 13%-ით გაიზრდება ჰიდრორესურსების პოტენციალის გამოყენება. ენერგორესურსების საერთო წარმოებაში ჰიდრორესურსების წილი 90%-მდე გაიზრდება.
გაიზრდება ენერგოსისტემის მდგრადობა – განხორციელდება სექტორის შემდგომი დერეგულირება. სტაბილური და დივერსიფიცირებული იქნება როგორც ელექტროენერგიის გამომუშავება, ისე მისი მიწოდება. ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი განახლებადი რესურსების (ჰიდრორესურსების) გამოყენებით იქნება გამომუშავებული. უზრუნველყოფილ იქნება ენერგორესურსების იმპორტის წყაროების დივერსიფიცირება. ენერგოსისტემა იმუშავებს მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან პარალელურ რეჟიმში.
გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტი – შენარჩუნდება ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო სალდო და 3-ჯერ გაიზრდება 2007 წელთან შედარებით.
განხორციელდება სოფლის მოსახლეობის საწვავის წყაროების დივერსიფიცირება – განხორციელდება გაზიფიკაციის პროგრამა. გაზის სექტორის დერეგულირებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის შედეგად გაიზრდება გაზიფიცირებულ დასახლებათა რაოდენობა.
ამოქმედდება ტრანს-აზია-ევროპის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი (TAE) – უზრუნველყოფილი იქნება დიდი მოცულობის ინფორმაციული ნაკადების გატარება ევროპასა და აზიას შორის.
მოსახლეობის კომპიუტერიზაცია 2-ჯერ გაიზრდება – ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფის უთანასწორობა მკვეთრად შემცირდება.
ამოქმედდება ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომი საშუალებები – განხორციელდება ელექტრონული გადახდები, მათ შორის, ფიჭური მობილური კავშირის საშუალებით. ამოქმედდება ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომი სისტემა.
სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები
განხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობის ზრდა და კომერციალიზაცია – სასოფლო-სამეურნეო სექტორში საშუალო ფერმერული მეურნეობის წილი გაიზრდება. მომავალი 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 25%-ს გაუტოლდება. საირიგაციო სისტემებით მოცული ფართობი 2,5-ჯერ გაიზრდება (130 ათასი ჰა-დან 300 ათას ჰა-მდე).
შეიქმნება 200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმო – დასაქმდება 10 000-მდე ადამიანი, ხოლო პროცესში ჩართული იქნება 100 000-მდე პირი. სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს სამთავრობო პროგრამის ,,100 ახალი გადამამუშავებელი საწარმო სოფლად“ ეფექტიანად განხორციელება.
ბუნებრივი რესურსების მართვას განახორციელებს კერძო სექტორი – გაიზრდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკურ ეფექტიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
განათლება, კულტურა და სპორტი
გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების კონკურენტუნარიანობა – პროგრამის ,,ცოდნის ქალაქი“ განხორციელების შედეგად უმაღლესი სასწავლებლები თანამედროვე საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესში იქნებიან ჩართული. სწავლების ხარისხი გახდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. განხორციელდება პროექტი „ცოდნის ქალაქი“. მასში თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან განათლებას მიიღებს 30 000-მდე სტუდენტი, ჩართული იქნება 3000-მდე მეცნიერი. გაიზრდება უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრაციის ხარისხი.
საჯარო საგანმანათლებლო სისტემის პარალელურად განვითარდება კერძო საგანმანათლებლო სექტორიც – განხორციელდება კერძო ინვესტიციები და ქვეყანა რეგიონში წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.
ყველა საჯარო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი – წარმატებით განხორციელდება პროგრამა „ირმის ნახტომი“, რომლის ფარგლებშიც მოხდება საშუალო სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა, და ყველა სკოლა ჩართული იქნება გლობალურ ქსელში.
განხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა – მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50-მდე სპორტული კომპლექსი. სახელმწიფოს მიერ ვაუჩერული სისტემით დაფინანსდება განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული 3 000-მდე სპორტსმენი, ხოლო „გაჯანსაღების პროგრამის“ ფარგლებში – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 3 000-მდე ბავშვი.
საჯარო სექტორი
საჯარო სექტორი დაეფუძნება ღირსებაზე დამყარებულ პრინციპებს – საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მისი მართვის პრინციპები მიუახლოვდება კერძო სექტორისას. საჯარო სამსახურში დაინერგება საკონტრაქტო სისტემის ელემენტები. დაინერგება საჯარო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების გაზომვადი მექანიზმები და მონიტორინგის მკაფიო კრიტერიუმები. შედეგად მივიღებთ მცირე, მოქნილ, გამჭვირვალე, ეფექტიან საჯარო სამსახურს. შეიქმნება მაღალი თანამდებობის პირებზე განსაკუთრებული ზედამხედველობის სისტემა.
შენარჩუნდება და გააქტიურდება ანტიკორუფციული რეფორმები – საჯარო სამსახურში გაუმჯობესდება ქონებრივი და ფინანსური დეკლარირების სისტემა. დაინერგება ეთიკის კოდექსის ნორმები. დაქირავებისა და დაწინაურების სისტემა იქნება გამჭვირვალე. გაიზრდება მობილურობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის.
დაინერგება ელექტრონული ხელმოწერა და ერთიანი სამთავრობო ელექტრონული ქსელი – ელექტრონული ხელმოწერების და დოკუმენტების გამოყენება დაინერგება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.
თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემა
დასრულდება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალების ფორმირება – საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ საწყისებზე სრულად გადავა. განხორციელდება შეიარაღებული ძალების მართვის ოპტიმიზაცია. ამაღლდება მათი ბრძოლისუნარიანობა.
განხორციელდება სააღსრულებო სისტემის რეფორმა – გაიზრდება სასამართლო გადაწყვეტილებების დროულად და ეფექტიანად აღსრულების ხარისხი.
მოხდება პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება – განხორციელდება საპატიმრო ადგილების რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო პირობების, კვებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესება. გაიზრდება პრობაციის სიტემის ეფექტიანობა. შემუშავდება პატიმართა უფლებების დაცვისა და რესოციალიზაციის ეფექტიანი მექანიზმები.
გაძლიერდება პოლიციის მხრიდან საკუთრებისა და სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხი – გაიზრდება საზოგადოების ნდობა პოლიციისადმი. გაუმჯობესდება კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაინერგება პოლიციელთა მომზადების მუდმივმოქმედი მექანიზმები.