„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
120340000.10.003.021087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2013, 120340000.10.003.017554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო;

ბ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დაწყებისა და მისი ამოწურვის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული თარიღები, ასევე იმ დამსაქმებლის რეკვიზიტები ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემები და ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი, რომელთანაც მოქალაქე ვალდებულია, გამოცხადდეს მისთვის ამ ცნობის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. ამასთან, ცნობას თან უნდა ერთოდეს სამინისტროს კომპეტენტურ  სამსახურსა და დამსაქმებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ასლი. დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით −  ბრძანებით.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აწარმოებს სააღ­რიცხვო ბარათს, რომელშიც აღინიშნება ამ მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მსვლელობა. ბარათის ფორმას შეიმუშავებს სახელმწიფო კომისია და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით −  ბრძანებით;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის   დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით − ბრძანებით.

2. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე.

3. სახელმწიფო კომისიაში, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე