შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს-ის“ ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 6 თებერვლის №133 განკარგულებით დაიწყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის (ს.კ: 404969414) ლიკვიდაცია.
პირებმა, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის (ს.კ: 404969414) მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოუდგინონ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის (ს.კ: 404969414) ლიკვიდატორს მამუკა ვარდიაშვილს მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის პირველი შესახვევი №10, საოფისე ფართი №7, ტელ.: 599 01 60 59.
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დოკუმენტაცია;
- ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის
ლიკვიდატორი მამუკა ვარდიაშვილი