ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №15
2019 წლის 12თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით გახარიას 2018 წლის 25 ივნისის №541/03 მომართვის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე (ფაიფურის დასახლება) უსახელო ქუჩას, რომლის სათავეა ი. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთა და გრძელდება თ. ყუფუნიას II შესახვევის მიმართულებით, ეწოდოს ქართველი მწიგნობრის ფარნავაზ მეფის სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.)
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია