სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/37012-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/ 37012-18

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ.  თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

განმცხადებელი: სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" აქციონერი ბიძინა ბეჟუაშვილი, პ/ნ 01017003399

წარმომადგენლები: რუსუდან ჭკუასელი, ლაშა ზურაბიანი

 

დაინტერესებული პირები: სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა", ს/ნ 205209059, სს ,,გალტ ენდ ტაგარტი", ს/ნ 211359206, მაია გორგილაძე, პ/ნ 01006011090, გიორგი დანელია, პ/ნ 62005023479, ნინო თანდაშვილი, პ/ნ 01012006331, ლელა მაჩაიძე, პ/ნ 01011018199, მარინე ხალიანი, პ/ნ 01008008273, ზაალ ხუცურაული, პ/ნ 01002006883

 

მოთხოვნა: აქციათა სავალდებულო მიყიდვა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გამოარკვია:

 

2018 წლის 24 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას  განცხადებით მომართა ბიძინა ბეჟუაშვილმა და სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას'' აქციათა სავალდებულო მიყიდვა მოითხოვა.

სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3099-ე, 30910-ე, 30911-ე და 309¹³-ე მუხლების მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3099, 30910, 30911, 309¹³, 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერის ბიძინა ბეჟუაშვილის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე მიღებულ იქნეს  წარმოებაში.

2. სასამართლო სხდომა ჩატარდეს 2019 წლის 20 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში №52 (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

3. დაინტერესებულ პირებს გაეგზავნოთ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვროთ გადაცემიდან 5 დღის ვადა განჩინებაზე მოსაზრებების წარმოსადგენად. განჩინების ადრესატებს განემარტოთ, რომ თუ დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან, დანიშნონ წარმომადგენელი.

4.   განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე                                                                                                                ვერა დობორჯგინიძე