„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს № 34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08.08.2014წ., 010340000.32.061.016099) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის  მეთოდიკურ-პრაქტიკული დახმარების გაწევა სამართლებრივ საკითხებში;“.

2. დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.

3. დებულების მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთა ადვოკატირება, რომელიც მოიცავს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას;“.

4. დებულების მე-10 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტის „ა. გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას;“.  

5. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად:

ა) სამართალშემოქმედების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა.ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ა.ბ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლას და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;

ა.გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას;

ა.დ) სამართალშემოქმედების სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაციას;

ა.ე) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ა.ვ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას;

ა.ზ)  საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე მეთოდიკურ-პრაქტიკული დახმარების გაწევას;

ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენას;

ა.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობას;

ა.კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ბ) სამართლებრივი დახმარების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ბ.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და სხვადასხვა უწყებებში წარსადგენი დოკუმენტების მოძიებასა და შედგენაში ხელშეწყობას;

ბ.ბ) დევნილთა მხრიდან წამოჭრილი პრობლემატური (სამართლებრივი) საკითხების შესწავლისა და შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;

ბ.გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვას;

ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობას;

ბ.ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

6. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების პროცესის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მიღებას;“.

7. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგს, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის აღრიცხვასა და ანალიზს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2019.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.02.2019. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016255.
რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5, 15.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016255 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4485096/