სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2019
ძალის დაკარგვა 26.02.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონის დასახელება | 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C |
| I ქვეზონა | 0,24 |
| II ქვეზონა | 0,24 |
| შუალედური ზონა | 0,24 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №101
2019 წლის 20 თებერვალი
ქ. რუსთავი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი N2).
მუხლი 4🔗
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge 200140030.35.160.016466; 01.03.2018).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
დანართი №1
ზონის დასახელება
1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით
(ლარი) C
მაკრომდებარეობის ინდექსი Img
ლოკალური ტერიტორიული
ინდექსი ITL
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K
1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი Cn
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
1,50
100
25.2
II ქვეზონა
0,24
0,7
1,45
100
24.36
შუალედური ზონა
0,24
0,7
1,00
100
16.8
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
0,95
100
15.96
II ქვეზონა
0,24
0,7
0,90
100
15.12
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
– „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია:
- თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);
- ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;
- ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
- ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს შორის და მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორია სრულად, თოდრიას ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
– მე-6 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7ა მიკრორაიონი (სრულად)
მე-8 მიკრორაიონი (სრულად)
– 21-ე მიკრორაიონი (სრულად)
– მე-20 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-15 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-14 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-17 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-16 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-12 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-19 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-18 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-11 მიკრორაიონი (სრულად)
– მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა-ფშაველას და გორის ქუჩები სრულად
- ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი;
II ქვეზონა
- მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად) ჭყონდიდელის დასახლება (სრულად)
– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლად კონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები);
შუალედური ზონა
– კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად)
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
- ტყე - ჭალა (სრულად)
– მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე - ჭალები (სრულად)
II ქვეზონა
– სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები.