2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დამსაქმებელი“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა პირთა გაერთიანებას, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დასაქმებული“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება:
ა.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ა.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;
ა.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დროს;
ბ) შერჩევითი კონტროლით გათვალისწინებული დამსაქმებელთა ნუსხა საჯარო ინფორმაცია არ არის;
გ) შერჩევითი კონტროლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.02.2019).
წინა რედაქცია (04.03.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. გარდამავალი დებულებები1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. 2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე: ა) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დამსაქმებელი“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა პირთა გაერთიანებას, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დასაქმებული“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. 3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე: ა) ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება: ა.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ; ა.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში; ა.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დროს; ბ) შერჩევითი კონტროლით გათვალისწინებული დამსაქმებელთა ნუსხა საჯარო ინფორმაცია არ არის; გ) შერჩევითი კონტროლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.