ქ. ბოლნისი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დანართი №1-ის  მე-6   მუხლის  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრეტიდებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-მდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში;

დ) სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი ან მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის ორი ან მეტი სტუდენტი.“.

2. დანართი №1-ის  მე-6   მუხლის   მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).“.

3. დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობა) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები: ელექტროენერგია თვეში საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ​3, ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ​3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.“.

4. დანართი №1-ის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.“.

5. დანართი №1-ის  მე-18  მუხლის  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. .ბინის ქირა აუნაზღაურდებათ სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში.“.

6. დანართი №1-ის  21-ე  მუხლის  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2018-2019 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე  ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა.“.

7. დანართი №1-ის  21-ე   მუხლის  მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი