სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-33/ო
2019 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“(თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“ შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს სამედიცინო კომპანია ,,მაშველზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ.თელავი, ლესელიძის ქ. №1) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ სალიცენზიო მოწმობა №002046, ბრძანება №1056/ო, 31. 12. 2010წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს სამედიცინო კომპანია ,,მაშველის“ დირექტორის დ. მაჩაბლიშვილის განცხადება №17972, 08. 02.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი