შპს „აისის“ კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №2/13185-18 |
|
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა საქართველოს სახელით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის მოწვევის შესახებ |
|
2019 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი |
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
წარმომადგენელი – მამუკა ნოზაძე
მოთხოვნა – შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით შპს „აისის“ (ს.ნ 400133887) უარი ეთქვა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 4 აპრილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 04 მაისს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს 12:00 სთ-ზე.
2018 წლის 31 აგვისტოს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოსმენილი იქნა მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიში მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორების თაობაზე, განხილული იქნა ასევე განმცხადებელთა მოთხოვნები კრედიტორად აღიარების თაობაზე. სასამართლოს მიერ კრედიტორთა კრებისათვის განსაზღვრული საპროცესო დროის ამოწურვის გამო, ამავე კრებაზე ვერ მოესწრო დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხის, კერძოდ, მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2018 წლის 18 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2018 წლის 25 ოქტომბერს. 2018 წლის 30 ოქტომბერს კერძო საჩივრით მომართა სასამართლოს სსიპ – შემოსავლების სამსახუმა და ითხოვა 2018 წლის 18 ოქტომბრის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0 ნოემბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 2 ნოემბერს მოწვეულ სხდომაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხის განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს „აისის“ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 7 მარტს 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №56 შემდეგი დღის წესრიგით:
• მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე