📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2019
ძალის დაკარგვა 19.03.2020
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016365
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 389 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2019 მიღება
19.03.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2019 წლის 20 თებერვალი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს: ა) შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K. მუხლი 2🔗  ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით. მუხლი 3🔗 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100. მუხლი 4🔗  1. მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისთვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn=Img x ITL x C x K, სადაც: ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს; გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით; დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით; ე) Cn = 0,37 x 1 x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი). მუხლი 5🔗 1.  ამ დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში – 6,00 ლარით; დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №71 დადგენილება (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01.02.2018 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016299). მუხლი 7🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ. მუხლი 8🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი