პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №385
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016885
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2019
matsne.gov.ge 933 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 90% 12.06.2025 „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 89% 27.06.2024 „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 88% 01.11.2023 „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 87% 12.07.2021 „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 87% 30.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №385 2019 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია (დანართი №1). 2. დამტკიცდეს პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების თანდართული სტრატეგიის 2019-2020 წლების თანდართული სამოქმედო გეგმა (დანართი №2). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი დანართი №1 პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია 2019-2020 წწ. ხედვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხედვაა, უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტიანი და ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობა, რომელიც უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია როგორც სასჯელის აღსრულების, ასევე სასჯელის ალტერნატიული სახეებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ და რომელიც, იმავდროულად, იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს, ღირსებასა და პიროვნებას. ჩვენი მიზანია ამ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა და განმეორებითი დანაშაულის შემცირება, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი. მისია ჩვენი ძირითადი მისიაა განვავითაროთ ისეთი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, რომლებიც მუდამ მიისწრაფვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისაკენ. ამისათვის ჩვენ განვავითარებთ და შევინარჩუნებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს, ხელს შევუწყობთ მათთვის სათანადო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა დავიცვათ მათი ღირსება და უფლებები. ჩვენ ასევე დავნერგავთ თანამედროვე და პროფესიონალური მართვის პრაქტიკას, ვითანამშრომლებთ სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული სანქციები აღვასრულოთ კანონის დაცვით, უსაფრთხოდ და პროფესიონალურად, დავიცავთ მათ უფლებებსა და ღირსებას, ყოველივე ამით კი ხელს შევუწყობთ მათ, გათავისუფლების შემდგომ, ნაყოფიერი და კანონმორჩილი ცხოვრების მოწყობაში. პრინციპები თავისუფლებააღკვეთილ პირთა და პრობაციონერთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა; პენიტენციური დაწესებულებების ეფექტიანი და უსაფრთხო მართვა დაწესებულების თანამშრომლების, თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და სტუმრებისათვის; დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თანასწორი მიდგომა და მოპყრობა; თითოეული თავისუფლებააღკვეთილი პირის მართვა მისი ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების მიხედვით, სასჯელის მოხდის გეგმის შესაბამისად და იმ სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელების გზით, რომელთაც საფუძვლად უდევს აღნიშნული ინდივიდუალური რისკები და საჭიროებები; პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ადამიანური რესურსის განვითარება თანამშრომლებისთვის სათანადო სწავლების უზრუნველყოფის გზით, რათა მათ ეფექტიანად, ანგარიშვალდებულად და პროფესიონალურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები კანონმდებლობის, შესაბამისი პროფესიული ქცევისა და ეთიკის კოდექსის, პატიმრობისა და პირობითი მსჯავრის აღსრულების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დაცვით, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან; ადამიანური რესურსების მართვის ისეთი მენეჯმენტის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების, პასუხისმგებლობების, წახალისებისა და შესაძლებლობების თანაბარ ბალანსს ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის მიზნებისათვის; სასჯელის აღსრულებასა და მსჯავრდებულთა საჭიროებების საკითხებზე მომუშავე შესაბამის ინსტიტუტებსა და მხარეებთან ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე აგებული ღია კომუნიკაცია და პარტნიორობის ძიება; საკითხებისადმი მიდგომის გამჭვირვალობა და ეფექტური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ოჯახებთან, მსხვერპლებსა და ფართო საზოგადოებასთან. სტრატეგიული მიზნები A. ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობა, ხოლო არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედეგი A1. მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობა; შედეგი A2. პენიტენციურ დაწესებულებში უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტის ღონისძიებების გაუმჯობესება დაწესებულებიდან გაქცევის, მიმალვის ან დაწესებულებაში უკანონო ნივთების შეტანის შესაძლებლობის შემცირების მიზნით; შედეგი A3. პირობების გაუმჯობესება არასრულწლოვნების, ახალგაზრდა ზრდასრული პირებისა და ქალებისათვის. B. პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ეფექტიანი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის განხორციელების გზით განმეორებითი დანაშაულის შემცირება და შედეგად დანაშაულის პრევენცია შედეგი B1. ინდივიდუალური შეფასების, მათ შორის, კლასიფიკაციის, სასჯელის დაგეგმვის და შემთხვევის მართვის ეფექტიანი მეთოდოლოგიების იმპლემენტაცია; შედეგი B2. ეფექტიანობის მტკიცებულებებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო ფსიქოსოციალური მეთოდების შემუშავება; შედეგი B3. გათავისუფლებისათვის მომზადების პოლიტიკის დანერგვა, პენიტენციური დაწესებულებიდან პრობაციის სისტემაში გადასვლის, პენიტენციური დაწესებულებიდან/პრობაციიდან საზოგადოებაში დაბრუნების ხელშესაწყობად; შედეგი B4. სარეაბილიტაციო პროგრამების განმავითარებელი მდგრადი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო ინიციატივების შემუშავებას, იმპლემენტაციას, ზედამხედველობას და მონიტორინგს; შედეგი B5. 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება; შედეგი B6. პატიმრებისთვის, პრობაციონერებისთვის, ყოფილი პატიმრებისა და 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სერვისების და რესურსების რუკის/მონაცემთა ბაზის გაუმჯობესება. C. პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბრალდებულების, მსჯავრდებულების, თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა შედეგი C1. პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბენეფიციარების, თანამშრომლებისა და სტუმრებისათვის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება; შედეგი C2. თავისუფლებააღკვეთილ პირთა მართვის გაუმჯობესება ძალადობრივი ქცევების აღმოფხვრისა და შემცირების მიზნით. D. ბრალდებულების, მსჯავრდებულების, სტუმრებისა (მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული აქცენტით) და თანამშრომლების უფლებების დაცვა შედეგი D1. ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების, ასევე ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისი პატიმრობის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; შედეგი D2. მსჯავრდებულებისთვის დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ამ მიზნით შესაბამისი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით; შედეგი D3. ოჯახებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ოჯახთან კონტაქტის წახალისება; შედეგი D4. თანამშრომლებისთვის ღირსეული, რესპექტაბელური და არადისკრიმინაციული სამუშაო პირობების შექმნა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში. E. პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში „ჯანმრთელი“ გარემოს შექმნა გადამდები დაავადებების პრევენციის და შემცირების, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციის ზომებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესების გზით შედეგი E1. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულ-მსჯავრდებულებისთვის მიწოდებული ჯანდაცვის სერვისების შემდგომი გაუმჯობესება მათი სამოქალაქო სექტორში გაცემული მომსახურების ხარისხთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; შედეგი E2. ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მომხმარებლების იდენტიფიცირება და ზიანის შემცირების მიდგომების დანერგვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველყოფის გზით; შედეგი E3. პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სისტემაში ფსიქიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობისა და ამ სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა. F. სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და ყველა სათანადო კანონთან, რეგულაციასა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა მართლმსაჯულებისა და საზოგადოების მოლოდინების გამართლების უზრუნველსაყოფად შედეგი F1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს მუშაკებთან თანამშრომლობის მექანიზმის გაუმჯობესება და შედეგად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაში მონაწილეობა; შედეგი F2. გარკვეულ პირთა გათავისუფლების ან პრობაციის სისტემაში მოხვედრის შედეგად სპეციფიკურ პოტენციურ მსხვერპლთათვის, გარკვეული კატეგორიის მსხვერპლთათვის და ფართო საზოგადოებისათვის წარმოშობილი რისკების იდენტიფიცირება, შემცირება და მართვა. G. სპეციალური პენიტენციური სამსახურის/პრობაციის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება, გატარებული რეფორმების ცნობადობის უზრუნველყოფა შედეგი G1. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების სისტემების გაუმჯობესება ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნებისათვის; შედეგი G2. ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და პროცედურების გაუმჯობესება; შედეგი G3. ტრენინგებისა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; შედეგი G4. კომუნიკაციისა და ცოდნის მართვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება.