📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2019
ძალის დაკარგვა 06.03.2020
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.134.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2019 მიღება
06.03.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0.38 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2019 წლის 22 თებერვალი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №26 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.134.016269, 05/07/2018). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ 1. ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                                          CN=IMG X  ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  არის დაბა ქედის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.38-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის – 1-ს; (რადგან დაბა ქედაში ზონირება არ ხორციელდება) დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 80-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ქედაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0.38 1 0.24 80 7.30 3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.19 ლარს. 4. ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.82 ლარს. 5. ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.65 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.