აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2019
ძალის დაკარგვა 26.02.2019
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2019 წლის 22 თებერვალი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინი/დიზელი) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ.
2. ჩიპი – „აგაი“ სისტემით საწვავის ელექტრონული გაცემის სპეციალიზებული საშუალება.
3. ორგანიზაცია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინი/დიზელი) ყოველთვიური ოდენობა.
მუხლი 3🔗.
საწვავის (ბენზინი/დიზელი) გაცემა
1. პლასტიკურ ბარათებზე და „აგაი“ სისტემით საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირებზე, ასევე სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით 10 ლიტრამდე განულებით.
3. პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში.
4. განსაკუთრებული გარემოების არსებობისას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე, რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.
მუხლი 4🔗.
საწვავის (ბენზინი/დიზელი) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.
დანართი №2
საწვავის გაცემის ელექტრონული უწყისი
________________ 20 -- წელი
№
თანამდებობა
ბარათის № ან ავტომანქანის სახელმწიფო №
დარიცხვის თარიღი
საწვავის სახე
ოდენობა(ლიტრი)
შენიშვნა
1
2
3
4
სულ ჯამი
X
X
X
X