„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4346-IIს
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.019436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.

2. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუკი იგი არ აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას;

ბ) პარამეტრები აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ მაჩვენებელს მაინც.“;

გ) მე-7−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.

8. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი სიმაღლე, სიგანე ან/და სიგრძე ან/და მათი თანამდევი პარამეტრები  აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.

9. სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ მისი ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობების ქვევით შემცირება მათი კორექტირებით ან/და ტვირთის გადანაწილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 მარტი 2019 წ.

N4346-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საგზაო მოძრაობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2019.
როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4346-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.019436.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4346-IIს, 19.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.019436 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4493244/