შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნანული ჩიტიშვილი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 262
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს ი“ ს/კ 404483536
დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ნანული ჩიტიშვილი, პირადი N 24001021090
მოვალე (მსესხებელი): ივანე ჩიტიშვილი, პირადი N 24001025396
იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231387014, თარიღი 14/03/2017
ვალდებულების წარმოშობა: უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება: N0131.4120551.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; N4120551-8824408 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
იპოთეკის რეკვიზიტები: კასპი, სოფელი ოკამი , საკადასტრო კოდი: 67.06.46.231
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: მსესხებლის ვალდებულება მომდინარეობს N4120551-8824408 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და შეადგენს 16 948,03 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 955,84 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 2 177,88 ლარს, დაზღვევის პრემია 71,47 ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 3 742,84 ლარს.სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 490 ლარი (+120 ლარი ყოველი დამატებითი აუქციონისას).
აუქციონის ჩატარების დრო: 07/03/2019 წლის 16:00 საათიდან 11/03/2019 წლის 14:30 საათამდე.
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge.
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 17535.00 ლარი.
უძრავი ნივთის აღწერა: კასპის რაიონის სოფელ ოკამში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2119.00 კვ.მ. და ზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები: N01 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 291,74 კვ.მ. N02 შენობა საერთო ფართი 58,40 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 67.06.46.231.
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი