შპს „სანის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1076-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სანის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

საქმე №2/1076-14

3302010314417469

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე

განმცხადებელი – სს „თიბისი ბანკი“

წარმომადგენელი – ვასილ ტიტვინიძე

მოვალე – შპს „სანი“

წარმომადგენლები – ირაკლი გვარამია, სერგო გვარამია, გოჩა ფიფია

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

დავის საგანი – განცხადება გადახდისუუნარობის საქმიანობის დაწყების შესახებ

2019 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია განცხადება გადახდისუუნარობის საქმიანობის დაწყების შესახებ (საქმე №2/1076-14, განმცხადებელი – სს „თიბისი ბანკი“, მოვალე – შპს „სანი“).

2019 წლის 8 იანვრის განჩინებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 20 თებერვალს, 14:00 საათზე, რის თაობაზეც სათანადო წესით ეცნობათ კრედიტორებსა და მოვალეს, თუმცა მათი უმრავლესობა არ გამოცხადდა კრედიტორთა კრებაზე.

ასევე გამოირკვა, რომ იმ სავარაუდო კრედიტორთა განცხადებები, რომელთაც გააჩნიათ მოთხოვნები მოვალის მიმართ, წარდგენილია მხოლოდ მეურვისათვის, რომლის წარმომადგენელსაც დაევალა ზემოხსენებული განცხადებების სასამართლოსთვის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2019 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე შეუძლებელია კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილად შემოწმება და განხილვა, რის საფუძველზეც მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების გადადებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 8 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით:

კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;

მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                            თამარ ბურჯანაძე