„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87 |
|
2019 წლის 27 თებერვალი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილება;
ბ) საპროექტო ზედამხედველობის განყოფილება;
გ) სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება;
დ) ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილება.“.
2. დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა სანაპიროს, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და მისასვლელი გზების კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობასა და კოორდინაციას;“.
3. დადგენილების №1 დანართის მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ქალაქის გაფორმების, შადრევნების, სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია;“.
4. დადგენილების №1 დანართის მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „კ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები.
5. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები“.
6. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლის პირველი წინადადება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:“.
7. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.
8. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ავარიულ სიტუაციებში გასატარებელი ღონისძიებების კოორდინირება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის შესახებ წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;“.
9. დადგენილების №1 დანართს დაემატოს შემდეგი რედაქციის 101 მუხლი:
„მუხლი 101. საპროექტო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
საპროექტო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მზა საპროექტო დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა მიღება-ჩაბარების განხორციელებამდე;
გ) საპროექტო სამუშაოების შესაძენად დეტალური ტექნიკური დავალების მომზადება;
დ) საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა;
ე) მზა საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა-ინსპექტირება;
ვ) ტექნიკური დავალების შესაბამისი მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ პროექტზე პოზიციის მომზადება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.“.
|