გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.03.2019
ძალის დაკარგვა 27.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-213
სარეგისტრაციო კოდი 360060000.22.023.016575
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-213
2019 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე - 11 პუნქტის, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის 2617 მუხლის პირველი პუნქტის და 2621 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 22/12/18; N4028 რს კანონის მე-2 მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
1.
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის თანდართული ფორმა (დანართი 1);
2.
CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის თანდართული ფორმა (დანართი 2).
მუხლი 2🔗
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციამდე ძალაშია მოქმედი ნებართვის ფორმები.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი