„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.017665
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №41/ნ

2019 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015; ს/კ: 430110000.22.022.017070) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის:

1. მე-2 მუხლის მეორე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საჯარო სკოლებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი დაფინანსების გარდა ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებით დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“

2.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრის თვისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება ჩართულია თუ არა დაგროვებითი საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.  საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის ან/და სხვა მიზნით წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-4-მე-5 პუნქტები:

„4. ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სკოლის მასწავლებლის საპენსიო სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით, არსებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება მართვის სისტემამ უზრუნველყოს 2019 წლის აპრილიდან;

5. მართვის სისტემამ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 10 თებერვლის მდგომარეობით, უზრუნველყოს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (გარდა ინფორმაციისა საჯარო სკოლის მასწავლებლის საპენსიო სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით) 2019 წლის 28 თებერვლამდე მიწოდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი