„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №86 |
|
2019 წლის 27 თებერვალი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ, სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისა და არქივის წარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას; ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.“
2. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება;
გ) მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.“.
3. დადგენილების №1 დანართის მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ზ“, „თ“, „ი“ „კ“ ქვეპუნქტები.
4. დადგენილების №1 დანართის მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაიცვას საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება, წინამდებარე დებულება, მერიის შინაგანაწესი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“.
5. დადგენილების №1 დანართის მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.
6. დადგენილების №1 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლი.
|