შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ მოსაძიებელი ქონების მოძიების ვადის გაგრძელებისა და კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე(ამონაწერი კრედიტორთა სხდომის ოქმიდან)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/34505-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 330216918002741809

№2/34505-18

განჩინება

მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების ვადის გაგრძელებისა და

კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე

(ამონაწერი კრედიტორთა სხდომის ოქმიდან)

2019 წლი 20 თებერვალი

  ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე

განმცხადებელი (კრედიტორი)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახური“

მოვალე შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“

მეურვე სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

მოთხოვნის არსი - შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება მოვალე შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ.

2. მეურვეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალის შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ქონების მოსაძიებლად განესაზღვროს 15 დღის ვადა.

3. შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 18 მარტს, 10:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: მეურვის მიერ მოვალის ქონების მოძიების შედეგის განხილვა; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, მომრიგებელი საბჭოს არჩევა.

4. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №46).

5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.

6. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

7. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

სხდომის მდივანი                                                                        ილია ვაშაკიძე