ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2019
ძალაში შესვლა 01.03.2019
ძალის დაკარგვა 01.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5/5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია | ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5/5
2019 წლის 27 თებერვალი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №14/24 დადგენილება და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ტურიზმისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №14/25 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია