„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №116 |
|
2019 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
„მუხლი 62. სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის სპეციალური წესი
1. სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში (შემდგომში – ინსტიტუტი) სტაჟიორად პირი მიიღება, როგორც ამ პროგრამით დადგენილი წესის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინსტიტუტი სტაჟირების კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – HR.gov.ge-ზე.
3. ინსტიტუტი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.“.
|