⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2019
ძალის დაკარგვა 28.01.2020
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 529 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2019 მიღება
28.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2019 წლის 28 თებერვალი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04.02.2019 წ., ს/კ 010250020.35.125.016343). მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას (ისიდორე ლომთაძე). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე დანართი ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K 1.  CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2.  IMG  არის ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,43; 3.  ITL   არის ლოკალური ტერტორიული იდექსი, რომელიც შეადგენს: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3; ბ) შუალედური ზონისათვის – 1; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7; 4. C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ კვადრატული მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: 1. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამის  ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6,708 ლარით; 2. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს ერთით და შესაბამის  შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით; 3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამის  პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3,612 ლარით. მუხლი 3🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში – სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 %-ის შესაბამისად 1,548 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ის შესაბამისად 1,29 ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 2,58 ლარს.