ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2019
ძალის დაკარგვა 05.03.2020
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ტერიტორია | IMG |
| ქ. ახალქალაქი | 0,30 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2019 წლის 28 თებერვალი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 2013 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის № 784 „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №34 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.141.016259).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
- ქ. ახალქალაქი – 1,0–ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 25-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ახალქალაქში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ტერიტორია
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ქ. ახალქალაქი
0,30
1,0
0,24
25
1,80
3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და შესაბამისად შეადგენს 0, 90 ლარს.
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ით და შესაბამისად შეადგენს 0,45 ლარს.
5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70%-ით და შესაბამისად შეადგენს 1,26 ლარს.