ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2019
ძალის დაკარგვა 07.02.2020
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| № | IMG მაკრომდებარეობის ინდექსი |
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2019 წლის 28 თებერვალი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება მოხდეს ფორმულით
CN=IMG X ITL X C x K, სადაც:
CN არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე.
IMG არის ყაზბეგისათვის დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია.
ITL არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დაბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით (დაბა სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება).
C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით.
K არის მიწის ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით . დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
IMG მაკრომდებარეობის ინდექსი
ITL – ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი
C საბაზისო განაკვეთი
K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი
CN=IMG X ITL X C x K
0,2
1,0
0,24
230
11,04
მუხლი 3🔗
ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დაბა სტეფანწმინდის. სარეკრეაციო საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7, 728 ლარს 1 მ2-ზე.
ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო–საკურორტო და სამთო–სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1მ2-ზე.
მუხლი 4🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს 44,16 ლარი 1 მ2-ზე.
მუხლი 5🔗
ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბასტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ2-ზე.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/02/2018 წ., 210070000.35.151.016233),, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე