შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ზვიად ზარანდია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 273
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ზვიად ზარანდია, პირადი N 42001028683
მოვალე (მსესხებელი): ლარისა როგავა, პირადი N 62006059066
იპოთეკის ხელშეკრულება: N13-31425-000227, თარიღი 09/09/2015
ვალდებულების წარმოშობა: 2015 წლის 09 სექტემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0115.2001144.001, 2017 წლის 12 ოქტომბრის N2001144-9141517 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 2017 წლის 12 ოქტომბრის N2001144-9252577 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
იპოთეკის რეკვიზიტები: ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ქ. N140, სართული 1, ბინა N3, საკადასტრო კოდი: 04.01.02.084.01.003
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: N2001144-9141517 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 39351,64 ლარს, მათ შორის ძირი - 33287,13 ლარი, სარგებელი - 5314,43 ლარი, პირგასამტეხლო - 750,08 ლარი.N2001144-9252577 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 3554,86 ლარს, მათ შორის ძირი - 2059,91 ლარი, სარგებელი - 376,9 ლარი, პირგასამტეხლო - 1113,10 ლარი, სადაზღვევო პრემია - 4,95 ლარი.
აუქციონის ჩატარების დრო: 11/03/2019 წლის 16:00 საათიდან 13/03/2019 წლის 11:30 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 42587.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, მდებარე: ფოთი, ჭავჭავაძის ქ. N140, სართული 1, ბინა N3, ფართი 110.92 კვ. მ.
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“,
ს/კ 404483536 დირექტორი გიორგი ლოლაშვილი