ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2019
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10 03
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაგაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მლაშეში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №1003
2019 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბა ბაკურიანში „კოხტას ძირის“ მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს ,,ლიანა გოგოლაძის სახელობის ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).
2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი