სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2019
ძალის დაკარგვა 28.02.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.132.016428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონა (ქვეზონა) | IMG |
| შუალედური ზონა | 0,75 |
| ქვეზონები | ქ. ბათუმის ზონების (ქვეზონების) აღწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.02.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №3
2019 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დადგინდეს ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი 2-ისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი 3-ისა.
მუხლი 4🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №17 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 05/03/2018წ; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.132.016365).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
დანართი №1
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიუ-ლი ფასი;
ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75;
გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება:
გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5;
გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4;
გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2;
გ.დ) შუალედური ზონისათვის - 1;
გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8;
გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6;
გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 0,6;
გ.თ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 0,5;
დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს:
ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1800;
ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1500;
ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 900;
ე.დ) შუალედური ზონისათვის - 750;
ე.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 553;
ე.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 520;
ე.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 429;
ე.თ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 293.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
ზონა (ქვეზონა)
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
0,75
1,5
0,24
1800
486
II ქვეზონა
0,75
1,4
0,24
1500
378
III ქვეზონა
0,75
1,2
0,24
900
194,40
შუალედური ზონა
შუალედური ზონა
0,75
1
0,24
750
135
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,75
0,8
0,24
553
79.63
II ქვეზონა
0,75
0,6
0,24
520
56.16
III ქვეზონა
0,75
0,6
0,24
429
46.33
IV ქვეზონა
0,75
0,5
0,24
293
26.37
დანართი №2
ქვეზონები
ქ. ბათუმის ზონების (ქვეზონების) აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ ს. ჟღენტის ქუჩამდე და ს.ჟღენტის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის კუთხემდე. ნინოშვილის ქუჩა ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა „შავი ზღვის ტბამდე”, ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ჟილინის არხამდე.
1,5
II ქვეზონა
ა) საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკამდე, ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკით ს. ჟღენტის ქუჩამდე, ს. ჟღენტის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის კუთხემდე, ნინოშვილის ქუჩა (კენტი მხარე) ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა (კენტი მხარე) „შავი ზღვის ტბამდე” ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ჟილინის არხის გასწვრივ ინასარიძის და ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე, ტბელ აბუსერიძის ქუჩის (კენტი მხარე), ჭავჭავიძის ქუჩის (ლუწი მხარე), წერეთლის ქუჩა (ლუწი მხარე) შავშეთის ქუჩამდე, შავშეთის ქუჩის (ლუწი მხარე) გოგებაშვილის ქუჩამდე, გოგებაშვილის ქუჩა (კენტი მხარე), თამარ მეფის გზატკეცილის კენტი მხარე თამარ მეფის I შესახვევის მიმდებარედ არსებული რკინიგზის ხიდამდე (დაბა მახინჯაური), შემდეგ რკინიგზის ხიდიდან რკინიგზის გასწვრივ, ზღვის მხარეს მეზღვაურის ქუჩამდე (დაბა ჩაქვი), (თანახმად დანართი №3-ისა).
ბ) ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გასწვრივ ახალი ბულვარის ტერიტორია აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე (თანახმად დანართი №3-ისა);
გ) მდინარე ჭოროხის დელტადან აღმოსავლეთით ზღვისპირა პლაჟის ზოლი აფსაროსის გზატკეცილის I ჩიხის მიმდებარედ არსებულ არხამდე, არხის გასწვრივ აფსაროსის გზატკეცილამდე, აფსაროსის გზატკეცილი (ლუწი მხარე, ზღვამდე), ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის (ლუწი მხარე, ზღვამდე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე.
1,4
III ქვეზონა
გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან, ჭავჭავაძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩების კვეთიდან მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე წერეთლის ქუჩის ლუწ მხარეს, წერეთლისა და შავშეთის ქუჩების ბაქოს ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, ბაქოს ქუჩისა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთამდე ბაქოს ქუჩის ლუწ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთიდან გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩამდე გოგოლის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის კენტ მხარეს, ერისთავისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან შავშეთის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის ლუწ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შაფათავას ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს, შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან სულაბერიძის ქუჩის კვეთამდე შაფათავას ქუჩის ლუწ მხარეს, სულაბარიძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩის კვეთამდე გურამიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან გრიბოედოვის ქუჩამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთამდე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
1,2
შუალედური ზონა
1
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
ა) ხახულისა და ლეონიძის ქუჩების კვეთიდან გენერალ ა.აბაშიძის ქუჩამდე ლეონიძის ქუჩის (კენტი მხარე), სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე გენერალ ა.აბაშიძის ქუჩის (კენტი მხარე), ლერმონტოვის ქუჩამდე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის (კენტი მხარე), ბაგრატიონის ქუჩამდე ლერმონტოვის ქუჩის (კენტი მხარე), გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის, სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთამდე გურამიშვილის ქუჩის (კენტი მხარე), შავშეთის ქუჩამდე შაფათავას ქუჩის (კენტი მხარე), შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის (ლუწი მხარე), მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების გადაკვეთიდან ხახულის ქუჩის მიმართულებით მამია ვარშანიძის ქუჩის მარჯვენა მხარე ხახულის ქუჩამდე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩის მარჯვენა მხარე ხახულისა და ლეონიძის ქუჩების შეერთებამდე.
ბ) ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გასწვრივ ახალი ბულვარის ტერიტორიის მოპირდაპირე მხარე აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე (თანახმად დანართი №3-ისა), შავი ზღვის სანაპიროდან აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ჩათვლით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მდინარე ჭოროხის მხარე ბათუმი-სარფის საავტომობილო გზამდე, ბათუმი-სარფის გზა (თანახმად დანართი №3-ისა) ჟილინის არხის მარცხენა სანაპირომდე.
0.8
II ქვეზონა
შავშეთის, მამია ვარშანიძის და სერგი მესხის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, შავშეთისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კენტ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და ერისთავის ქუჩების კვეთიდან გოგოლის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გოგოლის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და გოგოლის ქუჩის კვეთიდან ფაღავას ქუჩის კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩის კვეთიდან თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ფაღავას ქუჩას, თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთამდე (შედის ე.წ. გოროდოკის დასახლება და „თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 18 დეკემბრის №743-ს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიები) და მამია ვარშანიძის და დ.თავდადებულის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
0,6
III ქვეზონა
დ.თავდადებულისა და მ.ვარშანიძის ქუჩების გადაკვეთიდან მ.ვარშანიძის ქუჩის მარცხენა მხარე ხახულის ქუჩის მიმართულებით ხახულის ქუჩამდე, ხახულის ქუჩის მარცხენა მხარე ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ბათუმი-სარფის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზამდე (თანახმად დანართი №3-ისა), ბათუმი-სარფის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზის მარცხენა მხარე მდინარე ჭოროხამდე, მდინარე ჭოროხიდან ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი კაპანდიბისა და შემდეგ ურეხის დასახლების მიმართულებით ისევ დ. თავდადებულისა და მ. ვარშანიძის ქუჩების გადაკვეთამდე (თანახმად დანართი №3-ისა).
0,6
IV ქვეზონა
მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარე ბათუმი-სარფის საავტომობილო გზიდან შავი ზღვის სანაპირომდე, შავი ზღვის სანაპირო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიჯნამდე, აეროპორტის მიჯნა ბათუმი-სარფის საავტომობილო გზამდე (თანახმად დანართი №3-ისა).
0,5